CNN-ის წამყვანს პირდაპირ ეთერში გული წაუვიდა (ვიდეო)

ტელეკომპანია CNN-ის წამყვანს პოპი ჰარლოუს პირდაპირ ეთერში გული წაუვიდა. ეს ფაქტი წამყვანის მიერ ერთ-ერთი სოციოლოგიური კვლევის შეჯამების დროს მოხდა.
გულის წასვლის მომენტი ვიდეოზე არ ჩანდა.
თავდაპირველად ისმის წამყვანის ხმა, ხოლო შემდეგ მისი საუბარი ნელდება და კადრი ითიშება. გარკვეული დროის შემდეგ ჰარლოუ ეთერში დაბრუნდა.
„მე ოდნავ გადავიღალე და ერთი წუთით გონება დავკარგე, ახლა კარგად ვარ“, – განაცხადა წამყვანმა. მოგვიანებით გაირკვა, რომ 33 წლის წამყვანი 6 თვის ორსულია.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=Vpii45d0buk[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები