“CIA” – “ბინ ლადენი მულტფილმებსა და პორნოგრაფიას უყურებდა”

აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ანგარიში წარმოადგინა იმ მედიაფაილების შესახებ, რომლებიც ყოფილი ნომერ პირველი ტერორისტის, უსამა ბინ ლადენის პირადი კომპიუტერიდან იყო ამოღებული.
უწყების ოფიციალურ გვერდზე აღდგენილი ასიათასობით ფაილების ნაწილი გასაჯაროვდა კიდეც.
ანგარიშის მიხედვით, ბენ ლადენს ძალიან უყვარდა ამერიკული წარმოების პროდუქცია. ფაილებს შორის, რომლებიც „CIA”-მ გაასაჯაროა, არის მულტფილმები „ტომი და ჯერი“, „მანქანები“, „დიდი გამყინვარება“, „ბეტმენი“ და სხვა. ასევე კომპიუტერის აღდგენილ მყარ დისკზე აღმოჩენილია „BBC”-ს დოკუმენტური ფილმები. აღსანიშნავია, რომ ბინ ლადენის კომპიუტერში ფაილებს შორის პორნო ფილმების კოლექციაც ინახებოდა, თუმცა მასში შესული ფილმების სახელწოდებების გასაჯაროებისგან სადაზვერვო სამსახურმა თავი შეიკავა.

კომენტარები

სხვა სიახლეები