Charlie Hebdo-მ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს სკანდალური კარიკატურა მიუძღვნა

ჟურნალმა Charlie Hebdo მორიგი სკანდალური კარიკატურა გამოუშვა. ჟურნალის ახალი ნომერზე გამოსახულია საფრანგეთის პრეზიდენტი – მაკრონი, რომლის თავზეც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვის.
გამოსახულებას თან ახლავს წარწერები – „რეფორმები“ და „მე დავიწყებ მზიდი კონსტრუქციებით“.
სოციალური ქსელების მომხმარებლებმა უკვე კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს სატირული ჟურნალი და ბრალი დასდეს შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაში. თუმცა, რედაქციაში მსგავსი ბრალდებები არ უკვირთ. ცოტა ხნის წინ, Charlie Hebdo-მ „თავი მოაჭრა“ ტერეზა მეის და ლონდონის ტერაქტებს დასცინა.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ჟურნალის რედაქცია ტერორისტული თავდასხმის სამიზნე გახდა. შეიარაღებულ თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა.
გუშინ, 15 აპრილს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი მოედო. ხანძრის შედეგად ჩამოიშალა ტაძრის სამრეკლოს ნაწილი, სახურავი და საათი. ხანძრის დრო სამი ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები