CHANEL-ის საპონი, KINDER SURPRISE პრეზერვატივი და McDonalds’s-ის ლეპტოპი – რა მოხდებოდა, ცნობილმა ბრენდებმა რომ აწარმოონ ისეთი რამ, რასაც მათგან არავინ ელის (ფოტოკოლაჟი)
მოსკოველმა დიზაინერმა ილია კალიმულინმა წარმოადგინა მასალა, თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევში, თუკი ცნობილი კომპანიები დაიწყებდნენ ისეთი საგნებისა და ნივთების წარმოებას, რასაც მათგან არავინ მოელის. შედეგებმი მართლაც სასაცილო და მოულოდნელი აღმოჩნდა.
მახვილგონივრულ და სახალისო ფოტოებში თქვენ ნახავთ „შენელის“ საპონს, „მაკდონალდსის“ ლეპტოპს, „ქინდერის“ პრეზერვატივს, „ლუკოილის“ კოკა-კოლას, „დურექსის“ ნავს. „ენტევეს“ (ტელეკომპანია) ნაგვის ცელოფნებს, „კრიკეტის“ ასანთს, „ჰეინეკენის“ ცეცხლმაქრს, „ადიდასის“ ფოტოაპარატს, „ქენონის“ ბოტს, „ივ-სენ ლორანის“ აირწინაღს, „ეიფლის“ კბილის ჩხირებს, „ემ-ენდ-ემსის“ ტყვიებს და ასე შემდეგ. ამ ფოტოების შემყურე, ნამდვილად არ მოიწყენთ.