BMW-ს შეფი ავტოშოუზე მოულოდნელად წაიქცა (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

38
SHARE

ფრანკფურტის ავტოშოუზე „BMW“-ს ახალი შეფი ჰარალდ კრიუგერი პრეზენტაციის დროს მოულოდნელად წაიქცა. კრიუგერი სცენაზე სიტყვით გამოდიოდა და მხოლოდ რამდენიმე წუთი ილაპარაკა, რის შემდეგაც მოულოდნელად დაეცა. BMW-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს წამოდგომაში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაეხმარნენ.  ექიმების წინასწარი ვარაუდით, მას სისხლის მიმოქცევის პრობლემა შეექმნა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ჰარალდ კრიუგერი BMW-ს შეფად 5 თვის წინ დაინიშნა. ეს მისი პირველი გამოსვლა იყო ასეთ მასშტაბურ ავტოშოუზე.

 

1

2

3

4

5

FB კომენტარები

კომენტარი