“Black Competition” ქართველი ათლეტი, ჭაბუკა ჭიღლაძე ტოპ სპორტსმენებს შორის მოხვდა (ვიდეო)

ქართველი ათლეტი, ჭაბუკა ჭიღლაძე ტოპ სპორტსმენებს შორის მოხვდა.
ჭაბუკა ჭიღლაძე:

ელიტარული ძალისმიერი შეჯიბრი – “Black Competition” ორ მოძრაობაში გაიმართა. თითოეულ მოძრაობას ცალკე აჯილდოებდნენ. შეჯიბრში მონაწილეობა მსოფლიოს ტოპ სპორტსმენებმა მიიღეს. პირველი მოძრაობა იყო წოლჭიმი ანუ ჟიმი, სადაც პირველი ადგილი დავიკავე, მეორე მოძრაობა იყო ამოწევა სტრონგმების წესებით –  აქ მესამე ადგილი დავიკავე. ძალიან რთული და საპასუხისმგებლოა პროფესიონალების დივიზიონში მონაწილეობა და შედეგის გაკეთება არ არის მარტივი.
მინდა ყველას დიდი მადლობა ვუთხრა, ვინც მგულშემატკივრობდა. მე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთე.
ასევე მადლობა მინდა ვუთხრა სპონსორებს ალუმინის და კარ-ფანჯრების მწარმოებელ კომპანია გლასკო • Glassco -ს ბარ-რესტორან #BF-ს და გამაგრილებელ ენერგეტიკულ სასმელს #GT-ს
რომ არა მათი თანადგომა ვერ შევძლებდი გამგზავრებას.
დასანანი ფაქტია, რომ ამოწევა ეკიპირება არ მაქვს, რის გამოც უკვე მესამე შეჯიბრზე დავკარგე შანსი ამ მოძრაობაში , საკმაოდ ძვირად ღირებულია და საკმაოდ ეხმარება სპორტსმენს იმაზე მეტი წონის დაძლევაში, რაც შეუძლია.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები