25 წლის მომღერალმა ტეილორ სვიფტმა ამერიკული ჟურნალ Billboard-ის მუსიკალური პრემიების დაჯილდოების ცერემონიაზე ყველაზე მეტ ნომინაციაში გაიმარჯვა. ის 14-დან 8 ნომინაციაში გამარჯვებულად გამოაცხადეს. ახლა სვიფტს Billboard-ის ისტორიაში ყველაზე მეტი – 20 პრემია აქვს მოპოვებული.
ასაკის მიუხედავად, წითელ ხალიჩაზე ბრწყინავდა მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი. 45 წლის ლამაზმანი გამჭვირვალე კაბით გამოჩნდა, რომელსაც ვერცხლისფერი ელემენტები ამშვენებდა. ლოპესმა ნახევრად ხუმრობით უთხრა რეპორტიორებს, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რითი გამოვა შოუში და კაბა ღონისძიებამდე მხოლოდ 3 საათით ადრე ნახა.
მთლიანობაში, კრიტიკოსების განცხადებით, ამ შოუზე საკმაოდ ბევრი ცნობილი ადამიანი იყო მისული, არანაკლები რაოდენობის, ვიდრე „გრემიზე“.