აშშ-ში სტუდენტების ნაწილი ფიქრობს, რომ 4 წლის განმავლობაში უმაღლესი განათლების მიღება და ამისთვის ათასობით დოლარის ოდენობის სტუდენტური სესხის აღება ერთადერთი გზაა ისეთ დიდ კომპანიებში მოსახვედრად, როგორებიცაა Apple-ი, Google-ი და Netflix-ი. თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამაზე გამოცემა Business Insider-ი წერს.
“როგორც იცით, ჩვენი კომპანია კოლეჯში სწავლაშეწყვეტილმა ადამიანმა (სტივ ჯობსმა) დააფუძნა, ამიტომ არასდროს გვიფიქრია, რომ უმაღლესი განათლების დიპლომის ქონა საქმის კარგად გასაკეთებლად აუცილებელია”, – განაცხადა Apple-ის დირექტორმა, ტიმ კუკმა “თეთრ სახლში” გამართულ პანელზე.