Apple ძველი მოდელების მუშაობას მიზანმიმართულად აფერხებს – კომპანიის განცახდება

107
SHARE

კომპანია Apple-მა აღიარა, რომ iPhone-ის ძველ მოდელებზე iOS-ის პროგრამის მუშაობას მიზანმიმართულად აფერხებს. ამის შესახებ ინფორმაციას TechCrunch ავრცელებს, სადაც დართულია კომპანიის ოფიციალური განცხადება. შეფერხება საჭიროა სმარტფონის ბატარეის უკეთ მუშაობისთვის, რომელიც დროთა განმავლობაში ძველდება და ახალი პროგრამის ჩატვირთვისას კარგად აღარ ფუნქციონირებს.
„გასულ წელს iPhone 6, 6s და SE-თვის შევიმუშავეთ ფუნქციები, რომელიც აფიქსირებს სმატფონის მუშაობისას არსებულ მკვეთრ დატვირთვებს, რათა წინასწარ ვივარაუდოთ აპარატების გათიშვის დაახლოებითი რისკები. ახლა ეს ფუნქცია დავუმატეთ iPhone 7-ს, რომელიც iOS 11.2-ის პროგრამით მუშაობს. ამ მეთოდის გამოყენებას შემდეგ მოდელებზეც ვგეგმავთ.“ – აცხდებენ Apple-ის წარმომადგენლები.
იმისთვის, რომ iPhone-მა კარგად იმუშაოს ამ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში მომხმარებელი იძულებული იქნება მიიტანოს სმარტფონი სერვის ცენტრში და გამოცვალოს ძველი ბატარეა.

წყარო:http://www.okmagazine.ge

FB კომენტარები

კომენტარი