Apple-მა მომხმარებელს პერსონალური ინფორმაციის სამუდამოდ წაშლის უფლება მისცა

91
SHARE

სოციალურ ქსელ “ფეისბუქთან“ დაკავშირებული სკანდალის ფონზე, Apple-მა გახსნა თემატური საიტი, რომელიც კონფიდენციალურობას ეძღვნება. საიტზე მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ თავის პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც კომპანიის სერვერებზე ინახება და სამუდამოდ წაშალონ ისინი.
კონფიდენციალობის საიტი საშუალებას აძლევს Apple-ის ტექნიკის და სერვისების მომხმარებლებს, საკუთარი მონაცემები კომპიუტერში გადმოტვირთონ. საჭიროებისამებრ კი, მათ შეუძლიათ სრული ან ნაწილობრივი ინფორმაცია წაშალონ, მათ შორის, – ზარების ისტორია, შეხსენებები, ფოტოსურათები, ვიდეო, Apple Music-ის კონტენტი და სხვა.
ამ ეტაპზე ამ სერვისის ფართო შესაძლებლობები ხელმისაწვდომია მხოლოდ ევროკავშირის წევრებისთვის. ეს უკავშირდება ევროკავშირის მოქალაქეების პირადი ინფორმაციის დაცვის ახალ კანონს, რომელსაც ეს და სხვა კომპანიები, ვალდებულები არიან, დაემორჩილონ. საიტის გამოსაყენებლად საჭიროა Apple ID-ის საკუთარ ექაუნთში შესვლა.

FB კომენტარები

კომენტარი