Amazon-ი საბავშვო სექს-სათამაშოების გაყიდვაში ამხილეს – რას აცხადებენ კომპანიაში

106
SHARE

Amazon-მა უნდა უზრუნველყოს, რომ ბავშთა სექს-სათამაშოების გაყიდვა აღარ გაგრძელდეს, რადგან ეს ამაზრზენია, – ამის შესახებ ინგლისის ბავშვთა დაცვის კომისარი აცხადებს.

როგორც BBC- წერს, Amazon-ის Marketplace-ზე ათობით გასაყიდად გამზადებული ბავშვის სექს-სათამაშოა განთავსებული.

მას შემდეგ, რაც BBC დაუკავშირდა Amazon-ს ერთ-ერთ თოჯინასთან დაკავშირებით, ის მაღაზიიდან წაიშალა, მაგრამ სამი დღის მერე, ის კვლავ გამოჩნდა Amazon-ის გასაყიდ ველზე.

Amazon-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველა მსგავსი პროდუქტი ამოიღეს გაყიდვიდან, რაზეც BBC-იმ ინფორმაცია მიაწოდა.

Amazon-ი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო განმარტებასაც აკეთებს.
“Marketplace-ის ყველა გამყიდველმა უნდა დაიცვას ჩვენ მიერ შეთავაზებული პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი მონაცემთა ბაზა წაიშლება. ამ ეტაპზე, ეს პროდუქტები ხელმისაწვდომი აღარაა”, – ნათქვამია განცხადებაში.

Comments

comments