რა შემთხვევაში იწვევს მზის ულტრაიისფერი სხივები კანის კიბოს – ექიმი მოსახლეობას აფრთხილებს

მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით კიბოს განვითარების რისკებზე გაზეთ „ასავალ-დასავალს“ მეცნიერი, ჰომეოპათი და ექიმი კახა საბახტარიშვილს ესაუბრა.
“მოდით, დავიწყოთ, იმ ადამიანებით, რომლებიც მელანომის განვითარების რისკ-ჯგუფში ირიცხებიან! საერთოდ კანის კიბო სამი სახისაა- ბაზალოუჯრედოვანი კარცინომა, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა და მელანომა. კანის კიბოს პირველი ორი სახეობა დროული და სწორი მკურნალობის შემთხვევაში სიკვდილს არ იწვევს, მაგრამ მელანომა ძალიან საშიში დაავადებაა. შესაძლოა, შინაგან ორგანოებზე გადავიდეს და ლეტალური შედეგი გამოიწვიოს.
ზაფხულში მელანომის განვითარების რისკი ერთი ათად იმატებს. ადამიანები, რომლებსაც სხეულზე ბევრი ხალი აქვთ, მზეზე და პლაჟზე დიდხანს ყოფნას კატეგორიულად უნდა მოერიდონ! ახალი სხვა არაფერია, თუ არა პიგმენტური უჯრედების, ანუ მელანოციტების ადგილობრივი კონცენტრაცია. მზის ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად მელანოციტები ავთვისებიან უჯრედებად გარდაიქმნებიან. კერძოდ, იცვლება მათი “დნმ,” მთელი სტრუქტურა და ყალიბდება პროცესი, რასაც კანის კიბოს ყველაზე ვერაგული ნაირსახეობის, მელანომის დასაწყისი ჰქვია”, აცხადებს ექიმი კახა საბახტარიშვილი.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები