შინდისის გმირები – რას ჰყვებოდა სასწაულებრივად გადარჩენილი კაპრალი, რომელიც მოგვიანებით გულის შეტევით გარდაიცვალა

2008 წლის უთა­ნას­წო­რო ომის დროს, უმ­რა­ვი გმი­რის ის­ტო­რია და­ი­წე­რა, თუმ­ცა შინ­დი­სის ბრძო­ლა ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ეპი­ზო­დია.

2008 წლის 11 აგ­ვის­ტოს, სე­ნა­კის მე­ო­რე ბრი­გა­დამ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა გა­უ­მარ­თა რუ­სე­თის 58-ე არ­მი­ის მო­ტომსრო­ლელ­თა ასე­ულს. შინ­დი­სე­ლე­ბის გად­მო­ცე­მით, შე­ტა­კე­ბამ­დე 2 სა­ა­თით ადრე რუ­სუ­ლი ტან­კე­ბი სო­ფელ­ში ქარ­თუ­ლი დრო­შე­ბით გა­მო­ჩე­ნი­ლან და შინ­დი­სის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­თან ჩა­საფ­რე­ბუ­ლან. სა­ვა­რა­უ­დოდ, იცოდ­ნენ, რომ იმ გზა­ზე ქარ­თვე­ლებს უნდა გა­ევ­ლოთ – სე­ნა­კის ბა­ტა­ლი­ო­ნის მი­ახ­ლო­ე­ბის­თა­ნა­ვე აუ­ფეთ­ქე­ბი­ათ პირ­ვე­ლი და ბოლო მან­ქა­ნე­ბი და ამით გა­სას­ვლე­ლე­ბი ჩა­უ­კე­ტავთ. 20-მა მებ­რძოლ­მა ასე­ულს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია.

17 ჯა­რის­კა­ცი მტერს ცო­ცხლად არ ჩა­ბარ­და და ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. 3 დაჭ­რი­ლი კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბრძო­ლის ვე­ლი­დან გა­იყ­ვა­ნეს – მათ შო­რის ერთ-ერთი იყო კაპ­რა­ლი ოთარ კალ­მა­ხე­ლი­ძე, რო­მე­ლიც სო­ფელ შინ­დის­ში, მე­გობ­რებ­სა და თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის ალ­ყა­ში აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა. თუმ­ცა, ომის სიმ­ძი­მეს დიდ­ხანს ვერ გა­უძ­ლო ახალ­გაზ­რდა კა­ცის გულ­მა – 36 წლის კაპ­რა­ლი ოთარ კალ­მა­ხე­ლი­ძე აგ­ვის­ტოს ომის 10 წლის­თა­ვის შეს­რუ­ლე­ბამ­დე ერთი თვით ადრე, 2018 წლის 14 ივ­ლისს გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა…

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს არ­ქი­ვი­დან, რო­მე­ლიც ოთარ კალ­მა­ხე­ლი­ძეს­თან 2016 წელს არის ჩა­წე­რი­ლი:

– შინ­დის­ში ბრძო­ლე­ბის დროს და­ვი­ჭე­რი… რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის ეს ეპი­ზო­დი მა­შინ­ვე აღ­მოჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, თუმ­ცა ჩვენ, ამ­ბის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ებს, მა­შინ­დელ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ დუ­მი­ლი გვიბ­რძა­ნა. ჩვენც ვდუმ­დით. შინ­დი­სის ტრა­გე­დი­ის გარ­შე­მო კი, ტყუ­ილ-მარ­თა­ლი ერ­თმა­ნეთ­ში აი­რია… ალ­ბათ ყვე­ლამ იცის, რომ იქ ალ­ყა­ში მოხ­ვედ­რი­ლი ბი­ჭე­ბი­დან 3-4 გა­დარ­ჩა. მათ შო­რის მეც ვარ… შინ­დის­თან ახ­ლოს, სო­ფელ ყელ­ქცე­ულ­ში ვი­ყა­ვით, რო­დე­საც გას­ვლის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბა გა­ი­ცა. ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სწრა­ფად უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, რად­გან რუ­სე­თის არ­მია უკვე ავი­ა­ი­ე­რი­შებს ახორ­ცი­ე­ლებ­და…

იქი­დან გა­მოს­ვლი­სას, ჩვე­ნი კო­ლო­ნა ორად გა­ი­ყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გეთ, რომ სის­წრა­ფე­ში ორი სამ­ხედ­რო მან­ქა­ნა ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯა­ხა, რა­მაც გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა. ჩვე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან ბევ­რი რუსი სამ­ხედ­რო მო­დი­ო­და, ამან კო­ლო­ნა­ში არე­უ­ლო­ბა შე­მო­ი­ტა­ნა. ჩვე­ნი კო­ლო­ნა შინ­დი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და და პირ­და­პირ შე­ვე­ჯა­ხეთ რუ­სე­თის არ­მი­ას. მათ­მა ტან­კებ­მა ცხვირ­წინ გაგ­ვი­ა­რეს. ჩვენს პირ­ველ მან­ქა­ნას მსხვილ­კა­ლიბ­რი­ა­ნი­დან ეს­რო­ლეს და შემ­დეგ უკვე ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­ში აი­რია.

– ამას ემა­ტე­ბო­და ჰა­ე­რი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი იე­რი­ში?

– დიახ, რუ­სე­ბი “ბო­ლომ­დე იხარ­ჯე­ბოდ­ნენ”. ჩვე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბით მა­სი­უ­რი ცე­ცხლი წა­მო­ვი­და. ყო­ველ ნა­ხე­ვარ წუთ­ში ვი­ღაც კვდე­ბო­და. რა­ღაც უნდა გვე­ღო­ნა. შე­და­რე­ბით უკე­თე­სი ად­გი­ლი (პი­რო­ბი­თად ვამ­ბობ, რად­გან ალ­ყა­ში ვი­ყა­ვით) უნდა შეგ­ვერ­ჩია. ასე შე­ვა­ფა­რეთ თავი შინ­დი­სის რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის შე­ნო­ბას… ჩვენ­თან ერ­თად სხვა სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი­და­ნაც იყ­ვნენ ბი­ჭე­ბი და გარ­შე­მო რამ­დე­ნი­მე რუ­სუ­ლი ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რიც მოძ­რა­ობ­და. რა­ღაც­ნა­ი­რად ერ­თხმად გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ არ ჩავ­ბარ­დე­ბო­დით და სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი გავ­ხსე­ნით. პა­სუხ­მა არ და­ა­ყოვ­ნა, მსხვილ­კა­ლიბ­რი­ა­ნი­დან გვეს­რო­ლეს.

აფეთ­ქე­ბის ძა­ლამ ერთ-ერთ ჯა­რის­კაც­თან – კუ­პა­ტა­ძეს­თან მუხ­ლებ­ზე და­მაგ­დო. ძირს და­ხედ­ვა არ მინ­დო­და, მე­გო­ნა, რომ წელს ქვე­მოთ მო­წყვე­ტი­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ რო­გორც კი გო­ნე­ბა მო­ვიკ­რი­ბე, მარ­ცხე­ნა ხელ­ში სით­ბო ვიგ­რძე­ნი და რომ და­ვი­ხე­დე, მივ­ხვდი, ჯერ კი­დევ “მთე­ლი” ვი­ყა­ვი, თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ მკლა­ვი ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­წყვე­ტი­ლი მქონ­და. ბი­ჭე­ბის­კენ გა­ვი­ხე­დე, შმა­გი კუ­პა­ტა­ძეს პი­რი­დან სის­ხლი სდი­ო­და. ცალი ხე­ლით შე­ვე­ცა­დე, მი­წა­ზე და­მეწ­ვი­ნა. გა­ჭირ­ვე­ბით დავ­სვი ძირს, თით­ქმის უსი­ცო­ცხლო, კე­დელ­ზე იყო მიყრდნო­ბი­ლი… რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და და იქ მი­სულ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა იმ ად­გილს ფო­ტო­ე­ბი გა­და­უ­ღეს, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას მივ­ხვდი, რომ კუ­პა­ტა­ძე ზუს­ტად ისე იჯდა ერთ-ერთ ფო­ტო­ზე, რო­გორც მე დავ­ტო­ვე… იმ პირ­ველ დარ­ტყმას, შმა­გის­თან ერ­თად, ირაკ­ლი ჯა­ნე­ლი­ძე, ნი­კო­ლოზ ფორჩხა­ძე, მარ­ლენ ბა­რა­მია და ლე­ვან მელ­ქა­ძეც შე­ე­წირ­ნენ…

– მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ცე­ცხლი არც შემ­დეგ შე­ნე­ლე­ბუ­ლა, ხომ?

– დიახ, ისი­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი ცე­ცხლით, სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ამუ­შა­ვებ­დნენ იქა­უ­რო­ბას… ცოტა ხან­ში, ალექ­სან­დრე ონი­ან­მა და­ი­ძა­ხა, – ბი­ჭე­ბო, თუ ვინ­მე ცო­ცხა­ლი ხართ, აქ მო­დი­თო. ამა­სო­ბა­ში, მე­ო­რე ძლი­ე­რი დარ­ტყმაც გან­ხორ­ცი­ელ­და. მე მსხვილ­კა­ლიბ­რი­ა­ნი ია­რა­ღი­დან სრო­ლა­ზე გე­უბ­ნე­ბით, თო­რემ ისე ცე­ცხლი არც შე­წყვე­ტი­ლა… არც მომ­დევ­ნო­ებ­მა და­ა­ყოვ­ნეს. იმ წუთ­ში, არც ტკი­ვი­ლით ვი­ტან­ჯე­ბო­დი და არც სიკ­ვდილ­ზე ვფიქ­რობ­დი, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი უმ­წე­ო­ბა მა­წუ­ხებ­და, რომ ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ­დი, ვერც სა­კუ­თა­რი და ვერც სის­ხლში მცუ­რა­ვი მე­გობ­რე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად. ტე­ლე­ფო­ნი მო­ვის­რო­ლე, – ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და, უკვე და­ღუ­პუ­ლე­ბი ვართ-მეთ­ქი. არ მინ­დო­და, ჩემი ოჯა­ხის წევ­რის ზარ­ზე რო­მე­ლი­მე რუს სამ­ხედ­როს ეპა­სუ­ხა და თუნ­დაც დე­და­ჩე­მის­თვის ცი­ნი­კუ­რად ეთ­ქვა, – თქვე­ნი შვი­ლი რო­მე­ლია, არ ვიცი, მაგ­რამ აქ ცო­ცხა­ლი არა­ვინ არი­სო… ცე­ცხლი არ წყდე­ბო­და.

მე და თენ­გიზ ცა­ნა­ვამ ერ­თმა­ნე­თის დახ­მა­რე­ბით, ფორ­თხვით მი­ვაღ­წი­ეთ იქამ­დე, სა­ი­და­ნაც ალექ­სან­დრე ონი­ან­მა დაგ­ვი­ძა­ხა… თენ­გიზს ჭრი­ლო­ბა ფილ­ტვში ჰქონ­და. მეც სა­კუ­თარ სის­ხლში მოს­ვრი­ლი ვი­ყა­ვი. შე­ნო­ბის კუ­თხე­ში ალე­კო იჯდა, მუხ­ლებ­ზე რო­მან ზო­ი­ძის თავი ედო… ყვე­ლა­ნა­ი­რი ემო­ცი­ის­გან დაც­ლი­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მას შემ­დეგ ეს სუ­რა­თი ხში­რად მახ­სე­ნებს თავს, ძილ­სა თუ ცხად­ში… მე და თენ­გი­ზი მათ­თან ახ­ლოს მივ­ფორ­თხდით. იქვე, კი­დევ ერთი ჯა­რის­კა­ცი და­ჩო­ქი­ლი შეხ­ვედ­რო­და სიკ­ვდილს… რუ­სე­ბი უკვე ძა­ლი­ან ახ­ლოს იყ­ვნენ. მათი სა­უ­ბა­რი გვეს­მო­და…

ერ­თა­დერ­თი, რაც მახ­სოვს, ის იყო, რომ წყა­ლი გვწყუ­რო­და. ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი რო­მან ზო­ი­ძე უკვე ძა­ლი­ან ცუ­დად იყო. სი­ცი­ვის­გან კან­კა­ლებ­და. გარ­დაც­ვლი­ლებს ახ­სე­ნებ­და. ვგრძნობ­დით, გონს კარ­გავ­და, მაგ­რამ ვე­რა­ფერს ვშვე­ლო­დით. ფეხ­ში იყო დაჭ­რი­ლი. ტყვი­ას მის­თვის არ­ტე­რია გა­და­ეჭ­რა… ალე­კო ონი­ან­მა გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭე­ბის წყლის მა­თა­რე­ბი შე­ა­მოწ­მა, ზოგი ცა­რი­ე­ლი იყო, ზოგი ტყვი­ის­გან დახ­ვრე­ტი­ლი. წყურ­ვილ­მა ლა­მის სი­გი­ჟემ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა. ალე­კო ისევ მაგ­რად იდგა, – რა­ღაც­ნა­ი­რად პო­უ­ლობ­და ძა­ლას ჩვენს გა­სამ­ხნე­ვებ­ლად, – ლოც­ვა წა­ვი­კი­თხო­თო, – თქვა… “მა­მაო ჩვე­ნოს” ვკი­თხუ­ლობ­დით, რო­დე­საც ალ­ბათ 50 მეტრში, ჩვენ­კენ მო­მა­ვა­ლი ტან­კი შევ­ნიშ­ნეთ. ზედ შე­მომ­სხდა­რი რუსი ბი­ჭე­ბის სა­ხე­ე­ბიც კი და­ვი­ნა­ხე. ზოგი იღი­მო­და, ზოგს ია­რა­ღი ეჭი­რა ხელ­ში და სახე მტვრი­ა­ნი ჰქონ­და…

ტკი­ვი­ლი­სა და სის­ხლდე­ნის­გან ძალ­ზე ცუ­დად ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­ინც შევ­ნიშ­ნე, რო­გორ შე­მოტ­რი­ალ­და ჩვენ­კენ და ლულა მოგ­ვიშ­ვი­რა. მახ­სოვს აფეთ­ქე­ბის ხმა და თვა­ლე­ბი დავ­ხუ­ჭე… არ ვიცი, რამ­დენ ხანს ვი­ყა­ვი უგო­ნოდ. რო­დე­საც თვა­ლი გა­ვა­ხი­ლე, შევ­ნიშ­ნე, რომ ალე­კო ჩემ­გან ნა­ხე­ვარ მეტრში იწვა… თენ­გიზ ცა­ნა­ვაც მო­ვი­და გონს, – ცო­ცხა­ლი ხარო? – მკი­თხა… გარ­შე­მო არც ტან­კე­ბი იყო და არც ჯავ­შან­ტექ­ნი­კა. აფეთ­ქე­ბას რამ­დე­ნი­მე ბიჭი ნა­კუ­წე­ბად ექ­ცია. დღემ­დე არ ვიცი, რო­გორ გა­დავ­რჩით მე და ცა­ნა­ვა.

– რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი წა­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ?

– არა, ლი­ან­და­გე­ბის მიღ­მა იდ­გნენ. ჩვენს მან­ქა­ნებს ცე­ცხლს უკი­დებ­დნენ. მათი აფეთ­ქე­ბის ხმა იქა­უ­რო­ბას აზან­ზა­რებ­და. რო­გორ­ღაც წა­მოვ­დე­ქი და შე­ვე­ცა­დე, რამ­დე­ნი­მე ხნის წინ გა­დაგ­დე­ბუ­ლი ტე­ლე­ფო­ნი მე­პო­ვა. ისევ მეს­რო­ლეს. თენ­გიზ­მა და­მი­ძა­ხა, – რას შვრე­ბი, ბიჭო, არ წახ­ვი­დე, მოგ­კლა­ვე­ნო. ეტყო­ბა, ჩვენ­კენ ყუ­რა­დღე­ბით იყ­ვნენ. ტყვი­ამ მკლავ­ში გა­მი­ა­რა… ისევ დავ­წე­ქი. არ ვიცი, რამ­დენ ხანს ვი­წე­ქით ერ­თმა­ნე­თის გვერ­დიგ­ვერდ და წვი­მის მოს­ვლას ვნატ­რობ­დით, რომ წყლის წვე­თე­ბით პირი გაგ­ვეს­ვე­ლე­ბი­ნა. შემ­დეგ ტკი­ვი­ლის­გან ისევ დავ­კარ­გე გონი, მაგ­რამ წყურ­ვილ­მა გა­მო­მა­ფხიზ­ლა. უკვე და­ღა­მე­ბუ­ლი იყო. ფორ­თხვით წა­ვე­დით ბა­ღე­ბის­კენ… რამ­დე­ნი­მე მეტრს გა­ვივ­ლი­დი და ვის­ვე­ნებ­დი. რა­ღაც ჯი­ხუ­რი­ვით შე­ნო­ბა­ში ბოთ­ლი ვი­პო­ვე, იქვე გუ­ბეც იყო და იქი­დან დავ­ლიე წყა­ლი. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ბინ­ძუ­რი იყო თუ არა, რაც მთა­ვა­რია, წყა­ლი იყო…

გზა­ზე გა­და­ვე­დი თუ არა, რუ­სე­ბის კო­ლო­ნამ ჩა­ი­ა­რა. იქვე, არხში ჩა­ვი­მა­ლე… შემ­დეგ, რო­გორ­ღაც ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ეზო­ში შე­ვე­დი და და­ვი­ნა­ხე, რომ სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ის წინ ვი­დე­ქი. ჩემ­და ბე­დად, მა­ღა­ზი­ას მი­ნის კარი ჰქონ­და, რო­მე­ლიც შიგ­ნი­დან იყო ჩა­კე­ტი­ლი. შუშა ჩა­ვამ­ტვრიე და მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვე­დი. ახ­ლაც მახ­სოვს, რა რე­აქ­ცია მქონ­და, რო­დე­საც წყლი­თა და წვე­ნე­ბით სავ­სე მა­ცი­ვარს მი­ვა­დე­ქი. მე­გო­ნა, მოვ­კვდი და სა­მო­თხე­ში ვი­ყა­ვი. იმ გან­ცდას სხვას ვე­რა­ფერს და­ვარ­ქმევ. იქვე შო­კო­ლა­დე­ბიც ვი­პო­ვე. ცო­ტას მო­მა­ღო­ნი­ე­რებს-მეთ­ქი, ვი­ფიქ­რე… იქვე ჩა­მე­ძი­ნა. მე­ო­რე დი­ლას აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ 8 ბოთ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი მქონ­და და­ლე­უ­ლი…

– ჭრი­ლო­ბა გა­წუ­ხებ­დათ?

– არა, არ მტკი­ო­და. უბ­რა­ლოდ, დი­ლით, რო­დე­საც სამ­ხედ­რო ფორ­მის გახ­და და­ვი­წყე, რომ იქვე, ქა­ღალ­დის ყუთ­ში ჩა­კუ­ჭუ­ლი ვი­ღა­ცის ტან­საც­მე­ლი ჩა­მეც­ვა, ტან­ზე აკ­რუ­ლი კა­მუფ­ლა­ჟის მო­ცი­ლე­ბი­სას, მეტ­კი­ნა და სის­ხლი წა­მო­მი­ვი­და. ვი­ფიქ­რე, რუ­სე­ბი თუ გა­მა­ჩე­რე­ბენ, ვე­ტყვი, – სრო­ლე­ბის დროს და­ვი­ჭე­რი-მეთ­ქი… რო­გორც კი გა­თენ­და, ვი­ღა­ცამ გა­ა­ღო კარი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ რუ­სე­ბი იყ­ვნენ და კი არ შე­მე­შინ­და, გული დამ­წყდა, რომ ამ­დე­ნი წვა­ლე­ბის შემ­დეგ, მტე­რი სა­დღაც სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ა­ში, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად, ერთი გას­რო­ლით მომ­კლავ­და, მაგ­რამ ვი­ღა­ცამ კარ­ში­ვე და­ი­ძა­ხა ქარ­თუ­ლად, – ნუ გე­ში­ნია, შე­ნი­ა­ნე­ბი ვარ­თო…

ეს იყო ბად­რი ხუ­ციშ­ვი­ლი, მეტ­სა­ხე­ლად – “ახ­მე­ტა”. მა­შინ­ვე ვთხო­ვე, სახ­ლში და­მა­რე­კი­ნეთ, – დე­და­ჩემს ალ­ბათ მკვდა­რი ვგო­ნი­ვარ-მეთ­ქი… მას კი­დევ ახ­ლდა ვი­ღაც. პლედ­ში ჩა­მაწ­ვი­ნეს და ისე წა­მიყ­ვა­ნეს. რო­დე­საც მივ­ყავ­დი, კვნე­სა გა­ვი­გო­ნე და ხმა­ზე ვი­ცა­ნი: ასე­ვე სას­წა­უ­ლებ­რი­ვად, უფ­ლის წყა­ლო­ბით, ცა­ნა­ვაც გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, – ისიც მათ უპო­ვი­ათ… ახ­მე­ტას სახ­ლში 5 დღე ვი­მა­ლე­ბო­დით. ჭრი­ლო­ბებს ისი­ნი მი­მუ­შა­ვებ­დნენ, მაგ­რამ ღრმა იყო და ექი­მე­ბის ჩა­რე­ვა მჭირ­დე­ბო­და. უკვე სის­ხლი მე­წამ­ლე­ბო­და… რო­დე­საც ჩემს დე­ი­დაშ­ვილს გა­უ­გო­ნია, რომ გორ­ში ვი­ყა­ვი, თა­ვის მე­გო­ბარ­თან ერ­თად შე­მო­ვი­და. ისიც სამ­ხედ­როა. დღემ­დე არ ვიცი, რო­გორ შე­მო­აღ­წია გორ­ში, მაგ­რამ მან­ქა­ნით მო­ვი­და და სას­წრა­ფოდ თბი­ლი­სის­კენ გა­მა­ქა­ნა.

– გზად არა­ვის გა­უ­ჩე­რე­ბი­ხართ?

– კი, გო­რამ­დე ერთხელ გაგ­ვა­ჩე­რეს. მთვრა­ლი რუსი კა­პი­ტა­ნი იყო, – სად და­ი­ჭე­რიო, მკი­თხა. კარი წიხ­ლით შე­მოგ­ვი­ხუ­რა, მაგ­რამ გაგ­ვიშ­ვა… გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში რამ­დე­ნი­მე­წუ­თი­ა­ნი პრო­ცე­დუ­რა ჩაგ­ვი­ტა­რეს და გაგ­ვიშ­ვეს. ახლა პე­რი­ო­დუ­ლად დავ­დი­ვართ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში. მო­რა­ლუ­რა­დაც უფრო მხნედ ვართ. და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. რო­დე­საც იცი, რომ მარ­ტო არა ხარ, ეს ჯა­რის­კა­ცის­თვის დიდი იმე­დია.

სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლის “არ­სე­ნა­ლის” არ­ქი­ვი­დან

კომენტარები

სხვა სიახლეები