მსოფლიოს ყველაზე საშინელი „ქალური“ ტრადიციები

სცადეთ სწრაფად უპასუხოთ, რით გამოირჩევა 25 ნოემბერი სხვა დღეებისგან? ეს არც 8 მარტია და არც 3 მარტი. თუმცა, მიუხედავად ამისა,  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კალენდარში – ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე. ჩვენ ვცხოვრობთ ურთიერთგამომრიცხავ საუკუნეში. ერთის მხრივ, ფემინისტური მოძრაობები ხშირად რადიკალური მეთოდებით ცდილობენ ქალთა უფლებების განმტკიცებას. მაგალითად, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, თუკი მამაკაცი ქალს საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაუთმობს ადგილს, ეს შეიძლება შეურაცხყოფად ჩაითვალოს. მეორეს მხრივ კი – გენდერული თანასწორობა კონსტიტუციით არის გარანტირებული მსოფლიოს 143 ქვეყანაში, 52 ქვეყანამ კი ამაზე უარი თქვა ( 2014 წლის მონაცემებით).

გამოცემა Day.Az-ის თანახმად, ამ ქვეყნების სიაშია საუდის არაბეთი, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც მსოფლიოში არსებული ნავთობის ერთ მეოთხედს ფლობს. მაგრამ სიმდიდრე ქალთა უფლებებზე არ აისახება. ქვეყანაში ოფიციალურად არის დაკანონებული ის, რომ ქალს, ფაქტობრივად, არაფრის უფლება აქვს. თქვენ წარმოიდგინეთ და მათ თავისუფლად გადაადგილების უფლებაც კი არ აქვთ თანმხლები პირის (მეურვის) გარეშე, რომელიც ან მამაა, ან ქმარი ან ძმა. სწორედ ისინი წყვეტენ ჰქონდეს თუ არა ქალს უფლება, რომ მან განათლება მიიღოს თუ წერა-კითხვა ისწავლოს. თუმცა… რომელ გადაადგილების თავისუფლებაზე გვაქვს საუბარი, როცა რამდენიმე წლის წინ ქალი საყოფაცხოვრებო ნივთთან იყო გათანაბრებული?! შინაურ ცხოველებსაც კი უფრო მეტი უფლებები ჰქონდათ. რამდენიმე თვის წინ კი ამ ქვეყნის მეცნიერები მივიდნენ “გენიალურ” დასკვნამდე: ქალიც ძუძუმწოვართა რიგს განეკუთვნება, შესაბამისად, მათაც ზუსტად იგივე უფლებები უნდა ჰქონდეთ, როგორიც აქვთ აქლემებს და თხებს. ამ ქვეყნის ფემინისტები აცხადებენ, რომ ერთი სული აქვთ, როდის “აღმოაჩენენ” “ბრძენი” საუდისტები ქალებში ადამიანისთვის დამახასიათებელ თვისებებს.Related image

ინდოეთში ქალთა უფლებები უფრო კარგად არის დაცული, ვიდრე საუდის არაბეთში. თუმცა, ეს ქვეყანაც ამორალურად ეპყრობა ქალებს. ოდესღაც, ქვეყნის მაცხოვრებლები ძველ ინდურ რელიგიურ ტრადიციებს მისდევდნენ, რომლის მიხედვითაც, ღმერთ რუდრას ჰყავდა ცოლი სახელად სატი. რუდრას სიკვდილის შემდეგ, სატიმ გლოვის და ერთგულების ნიშნად თავი შესწირა რუდრას და თავი დაიწვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრადიცია სახელმწიფო დონეზე აკრძალულია, ზოგიერთ პროვინციაში ის პრაქტიკაში დღემდე გამოიყენება. ამ ჩვეულების გარდა, ინდოეთში კიდევ ერთი საზარელი ჩვეულება “ყვავის”. სხვათა შორის, ის გავრცელებულია პაკისტანშიც. მამაკაცის დანაშაულის გამო, აუპატიურებენ მის ცოლს, დას ან ქალიშვილს. აქვე, მოქმედებს “ღირსების სიკვდილის” ჩვეულებაც, რომლის მიხედვითაც, თუკი ქალი მოღალატე აღმოჩნდა ან გაუთხოვარი იყო და მამაკაცთან ისაუბრა, მას სიკვდილი ოჯახის წევრის ხელით ელის. ოფიციალური მონაცემებით, პაკისტანში ოჯახის წევრების ხელით დაახლოებით ათასამდე ქალი კვდება. სხვათა შორის, ეს ტრადიცია ეგვიპტეშიც არის გავრცელებული. 25 წლის ფარზან იკბალი საიდუმლოდ გაყვა ცოლად შეყვარებულს. რის გამოც, ის სასიკვდილოდ ათამდე მამაკაცმა დასაჯა, რომელთა შორისაც იყო მისი მამა, ღვიძლი ძმა და ის მამაკაციც კი, ვისაც ცოლად გაყვა.Related image

პაკისტანში ქალი მაშინაც კი რისკავს, როდესაც ხელის თხოვნას უარით პასუხობს. “უიღბლო” ხელის მთხოვნელი ოჯახის წევრებთან ერთად გოგოს უსაფრდებიან და სახეზე მჟავას ასხამენ შეძახილებით “თუკი მე არა, მაშინ არავის…” ამ ჩვეულებებთან შედარებით უფრო სასტიკად ჟღერს აფრიკული ტომების ტრადიცია, რომელიც იშვიათად, მაგრამ მაინც, თავს ევროპაშიც იჩენს ხოლმე – საუბარია ქალთა წინდაცვეთაზე. გაეროს მონაცემების მიხედვით, ეს რიტუალი 84 მილიონამდე ქალს აქვს გავლილი.

Image result for pakistan woman right

ინგლისში ეს ჩვეულება კანონით 1985 წელს აიკრძალა, თუმცა, ნაციონალური გაერთიანებები დღემდე ცდილობენ და ახერხებენ კიდეც მის პრაქტიკაში გამოყენებას. ქალთა წინდაცვეთის შემთხვევები ბოლო ათწლეულის განმავლობაში საფრანგეთში, გერმანიაში, ფინლანდიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი დაფიქსირდა. რიტუალი 9-დან 13 წლამდე ასაკის გოგოებში ტარდება და მას ბებიაქალი კუსტარული ინსტრუმენტებით ანტისანიტარულ პირობებში ატარებს. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სიკვდილიანობის პროცენტი ამ ოპერაციის დროს სისხლდენისა და სეფსისის გამო ძალიან მაღალია. მაგრამ ეს ჯერ ყველაფერი არ არის. ქუვეითში დღემდე მოქმედებს დეფლორაციის (ქალწულობის დაკარგვის) ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, საქალწულე აპკს სტუმრების თანდასწრებით თითით ხევენ, რომელზეც თეთრი ნაჭერია შემოხვეული. სუმატრაში კი დეფლორაციის ჩვეულებას იწყებს პატარძლის მამა, აგრძელებს მისი ძმა და ახლო ნათესავები. ხანდახან ისეც ხდება, რომ სარეცელთან რამდენიმე ათეული მამაკაცი იკრიბება კიდეც, რომელთა ასაკიც 10-დან 70 წლამდე ვარირებს.

ალბანეთში კი ისეთი ტრადიციაც არსებობს, როგორიცაა “ვირჯინი” (ქალწული). ვირჯინები არიან გოგონები, რომლებსაც ბავშვობიდან ზრდიდნენ როგორც მამაკაცებს. ისინი არა მხოლოდ ზრდიდნენ გოგოებს როგორც მამაკაცებს, არამედ უკრძალავდნენ მათ საკუთარი სქესის იდენტიფიკაციას საპირისპირო ან მათივე სქესის მიმართ. სოფლის მაცხოვრებლები კი მათ ისე ექცეოდნენ, როგორც ბიჭებს. მათ არქმევდნენ მამაკაცის სახელებს, ასწავლიდნენ ნადირობას, შეშის ჭრას და იმ საქმიანობას, რომელიც მამაკაცისთვის არის დამახასიათებელი. ეს ჩვეულება ერთგვარი “კომპენსაცია” იყო იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც არ ყავდათ ვაჟიშვილები. ამას აკეთებდნენ მაშინაც კი, როდესაც ერთადერთი ბიჭი შვილი ოჯახში იღუპებოდა. საინტერესოა ისიც, რომ წესის აგების რიტუალი (მაშინ, როდესაც “ვირჯინი” კვდებოდა” ) მათზე არ ვრცელდებოდა. ალბანეთის პრესის მონაცემების მიხედვით, კოსოვოსა და ალბანეთში დღემდე ცხოვრობს 150-მდე “ვირჯინი, თუმცა, სახელმწიფო დონეზე მათი სტატუსი აკრძალულია.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აგრძელებს ბრძოლას ქალთა უფლებების დასაცავად მთელს მსოფლიოში. 2010 წელს ორგანიზაციამ შექმნა ფონდი, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხებში ქალთა უფლებებისთვის იბრძვის. ამ წლების განმავლობაში განვითარებულ ქვეყნებში მიგრაციის ზრდამ ქალთა წინდაცვეთის გახშირება გამოიწვია და ამ ოპერაციის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელმაც შესაბამისად იმატა.

 

სოფიო რატიშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები