ვარშავაში ტაქსისტად მომუშავე ქართველი ქალის ისტორია – ერთ-ერთი მგზავრი მიხეილ სააკაშვილი იყო

“და­ვი­ბა­დე თბი­ლის­ში, და­ვამ­თავ­რე ორი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი – იუ­რი­დი­უ­ლი და სა­მე­დი­ცი­ნო, ვმუ­შა­ობ­დი იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, შემ­დეგ სა­პატ­რი­არ­ქოს სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში ბა­ტონ ვატო სურ­გუ­ლა­ძეს­თან, შემ­დეგ კლი­ნი­კის მე­ნე­ჯე­რად… გა­სულ წელს გუ­და­ურ­ში სა­კუ­თა­რი ბარი-ლა­უნ­ჯი მქონ­და, მაგ­რამ ახლა პო­ლო­ნეთ­ში ვცხოვ­რობ, კერ­ძოდ, ვარ­შა­ვა­ში და ვმუ­შა­ობ ტაქ­სის მძღო­ლად,” – გვე­უბ­ნე­ბა მეგი ჭყო­ი­ძე, ახალ­გაზ­რდა დედა, რო­მე­ლიც პო­ლო­ნეთ­ში ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო 7 თვის წინ წა­ვი­და.
“მყავს ორი შვი­ლი, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან ბევ­რი რამ სჭირ­დე­ბო­დათ. ცხოვ­რე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რად გარ­თულ­და. მყავ­და მე­უღ­ლე, რო­მელ­მაც გა­და­მა­წყვე­ტი­ნა აქ ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით და გვე­მუ­შა­ვა. ასეც მო­ვი­ქე­ცით, უპ­რობ­ლე­მოდ ჩა­მო­ვე­დით პო­ლო­ნეთ­ში და ძა­ლი­ან ად­ვი­ლად ვი­შო­ვეთ სამ­სა­ხუ­რი – “უბე­რის” ტაქ­სი­ზე ერ­თად დავ­საქმდით, თუმ­ცა ერთ დღეს, რო­დე­საც ცვლი­დან სახ­ლში დავ­ბრუნ­დი, მე­უღ­ლე აღარ დამ­ხვდა… მარ­ტი­ვად და მოკ­ლედ ვი­ტყვი, მი­მა­ტო­ვა და წა­ვი­და, აღარ უნ­დო­და ჩემ­თან ცხოვ­რე­ბა. მე დავ­რჩი,” – გვიყ­ვე­ბა მეგი.

– ად­ვი­ლად კი და­საქ­მე­ბულ­ხარ, მაგ­რამ უცხო ქვე­ყა­ნა­ში რთუ­ლი არ არის ცხოვ­რე­ბა?

– ძა­ლი­ან რთუ­ლია, მარ­ტო უცხო ქვე­ყა­ნა­ში ყოფ­ნა, საქ­მი­ა­ნო­ბა, ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი დავძლიე. ტაქ­სის­ტო­ბა ად­ვი­ლად და­ვი­წყე. პრინ­ციპ­ში, გა­მი­მარ­თლა: 5 დღის ჩა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი, სამ­სა­ხუ­რის ძებ­ნა­ში გა­და­სას­ვლელ­ზე ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი გა­დავ­დი­ო­დი, თან, ქარ­თუ­ლად ვსა­უბ­რობ­დი. იმ დროს უცებ ჩემ წინ მან­ქა­ნა გა­ჩერ­და და მძღოლ­მა ქარ­თუ­ლად და­მი­ძა­ხა: ქარ­თვე­ლი ხარ? ძა­ლი­ან და­ვი­ბე­ნი, მაგ­რამ გა­მი­ხარ­და, რად­გან მა­ნამ­დე მე­გო­ნა, ისე­თი გან­ცდა მქონ­და, ცხოვ­რე­ბა უკვე დამ­თავ­რდა და ძა­ლი­ან ცუდ დღე­ში ვი­ყა­ვი.

ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ტაქ­სი­ზე მუ­შა­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა, გი­ორ­გი ხუ­ციშ­ვი­ლი გახ­ლავთ. თა­ვის უფ­როს­თან წა­მიყ­ვა­ნა, სა­დაც გაგ­ვე­სა­უბრნენ და ასე და­ვი­წყეთ პო­ლო­ნეთ­ში ტაქ­სის­ტად მუ­შა­ო­ბა.

– რო­გო­რი იყო პირ­ვე­ლი სა­მუ­შაო დღე?

– პირ­ვე­ლი სა­მუ­შაო დღე ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, როცა არ იცი ქა­ლა­ქი, ქუ­ჩე­ბი, ხალ­ხი, თუმ­ცა ნა­ვი­გა­ცია და ინ­გლი­სუ­რი ენა ყვე­ლა­ფერ­ში და­მეხ­მა­რა. პირ­ველ დღეს 6 სა­ა­თი ვი­მუ­შა­ვე და 303 ზლო­ტი (პო­ლო­ნუ­რი ვა­ლუ­ტა) გა­მო­ვი­მუ­შა­ვე, მა­შინ არ ვი­ცო­დი, ეს რამ­დე­ნად კარ­გი იყო, თუმ­ცა დი­ლას ცვლის გა­და­ბა­რე­ბა­ზე რომ მი­ვე­დი, ყვე­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩა.

– ღამე მუ­შა­ო­ბა არ იყო რის­კი?

– რთუ­ლი იყო, ცოტა მე­ში­ნო­და, რად­გან ღამე უნდა მე­მუ­შა­ვა, მაგ­რამ ორი მგზავ­რის მერე, მივ­ხვდი, რომ სა­ში­ში არ იყო. პო­ლო­ნეთ­ში ცხოვ­რე­ბა ად­ვი­ლია, რად­გან საკ­მა­ოდ იაფი ქვე­ყა­ნაა, ანა­ზღა­უ­რე­ბაც ნორ­მა­ლუ­რია, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­და­რე­ბით, ბევ­რად კარ­გი სი­ტუ­ა­ცი­აა. კლი­ნი­კის მთა­ვა­რი მე­ნე­ჯე­რი ვი­ყა­ვი და 4-ჯერ და­ბა­ლი ხელ­ფა­სი მქონ­და, ვიდ­რე აქ ტაქ­სის მძღოლს.

ემიგ­რან­ტი ვარ, სა­ბუ­თე­ბი შე­ტა­ნი­ლი მაქვს და ვარ მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში… ახლა პო­ლო­ნელ გო­გოს­თან ვცხოვ­რობ, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა და­ბი­ნა­ვე­ბა­სა და გზის გაკ­ვლე­ვა­ში. ის რომ არა, ახლა არც კი ვიცი, სად ან რო­გორ ვიქ­ნე­ბო­დი. ეს გო­გო­ნა ჩემი მგზავ­რი იყო, გზა­ში ვი­სა­უბ­რეთ და ბო­ლოს ნომ­რე­ბიც გავცვა­ლეთ, მი­თხრა – თუ რამე დაგ­ჭირ­დეს, და­მი­რე­კეო. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, პრობ­ლე­მა შე­მექ­მნა და შე­ვეხ­მი­ა­ნე… მას შემ­დეგ ერ­თად ვცხოვ­რობთ, მეც ჩემი მხრივ, ვეხ­მა­რე­ბი. სა­ო­ცა­რი შვი­ლი ჰყავს, 6 წლის ჯუ­ლია, მაგ­დას შევ­თა­ვა­ზე – სკო­ლი­დან მე გა­მო­ვიყ­ვან ბავ­შვს და სა­ნამ სამ­სა­ხუ­რი­დან მოხ­ვალ, გო­გო­ნა ჩემ­თან იქ­ნე­ბა-მეთ­ქი. ასე შე­თან­ხმე­ბუ­ლად ვცხოვ­რობთ.
მერე კი უკვე ჩემი შვი­ლე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნაც გა­დავ­წყვი­ტე და სახ­ლის ძებ­ნა და­ვი­წყე, რომ ცალ­კე გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, თუმ­ცა მაგ­დამ აქაც გა­სა­ო­ცა­რი სი­კე­თე გა­მო­ი­ჩი­ნა და მი­თხრა, რომ არ­სად გა­და­ვი­დო­დი, ჩემს შვი­ლებ­საც მას­თან ჩა­მო­ვიყ­ვან­დი და ერ­თად ვი­ცხოვ­რებ­დით. ერთი კვი­რაა, რაც ბავ­შვე­ბი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე და ახლა უკვე ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ მსოფ­ლი­ო­ში.

– სა­ვა­რა­უ­დოდ, ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა ხარ მანდ, ვინც ტაქ­სის მძღო­ლად მუ­შა­ობს.

– კი, ასეა. ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი ქალი ტაქ­სის მძღო­ლი ვარ ვარ­შა­ვა­ში. ამა­ზე თა­ვი­დან უფრო ჰქონ­დათ მგზავ­რებს რე­აქ­ცი­ე­ბი, ახლა მეც მი­ვეჩ­ვიე, მგზავ­რე­ბი ძა­ლი­ან კე­თილ­გან­წყო­ბი­ლე­ბი არი­ან, ხში­რად ფულს მჩუქ­ნი­ან. შემ­ხვედ­რია ძა­ლი­ან მთვრა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც, მაგ­რამ არას­დროს არა­ვის ზედ­მე­ტად არა­ფე­რი უკად­რე­ბია. პი­რი­ქით, სულ ბო­დი­შებს მიხ­დი­ან, რომ მთვრა­ლე­ბი არი­ან, ძი­რი­თა­დად ინ­გლი­სუ­რად ვკონ­ტაქ­ტობთ. ვცდი­ლობ, პო­ლო­ნუ­რი ნელ-ნელა ვის­წავ­ლო, თუმ­ცა ძა­ლი­ან რთუ­ლი ენაა.
ძნე­ლია ემიგ­რან­ტო­ბა, მაგ­რამ რო­დე­საც შეხ­ვდე­ბი ისეთ ადა­მი­ნებს, რო­მე­ლიც ახლა გვერ­დით მყავს, ყვე­ლა­ფე­რი იოლ­დე­ბა. მათ დიდი მად­ლო­ბა მინ­და, გა­და­ვუ­ხა­დო და ესე­ნი არი­ან – მაგ­და, რო­მელ­თა­ნაც ვცხოვ­რობ, თე­ო­ნა ფა­რუ­ლა­ვა, ის ერთ-ერთი ქარ­თვე­ლი გო­გოა, ვის­თა­ნაც ვმე­გობ­რობ და ასე­ვე მინ­და ვახ­სე­ნო ირაკ­ლი გამ­ყრე­ლი­ძე, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შე­მიძ­ლია ვენ­დო და მქონ­დეს მისი იმე­დი. ასე­თია აქ ჩემი ნამ­დვი­ლი მე­გობ­რე­ბის წრე. თუმ­ცა, აქ კი­დევ ბევრ ქარ­თველს ვიც­ნობ და არა­ქარ­თველ­საც…
– ცოტა ხნის წინ მო­უ­ლოდ­ნე­ლი ამ­ბა­ვი შე­გემ­თხვა, რის შე­სა­ხე­ბაც ადა­მი­ა­ნებს “ფე­ის­ბუ­ქი­დან” აც­ნო­ბე – შენი მგზავ­რი ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო. მოგ­ვი­ყე­ვი ეს ის­ტო­რია…
– კი, ეს სა­ღა­მო მარ­თლაც ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი იყო. ზო­გა­დად, უი­ქენ­დზე, ღა­მით ვმუ­შა­ობ, რად­გან მგზავ­რიც მე­ტია და შე­მო­სა­ვა­ლიც, ერთ-ერთ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მივ­დი­ო­დი, რო­დე­საც ქუ­ჩა­ში და­ვი­ნა­ხე თვით სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი – მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. სას­წრა­ფოდ გა­ვა­ჩე­რე მან­ქა­ნა, გად­მო­ვე­დი და და­ვუ­ძა­ხე. მისი და­ნახ­ვა ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და და მა­საც ასე­ვე. შევ­თა­ვა­ზე, წა­მეყ­ვა­ნა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლას. ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და, როცა გა­ი­გო, რომ ტაქ­სის მძღო­ლად ვმუ­შა­ობ­დი. მან­ქა­ნა­ში რომ ჩავ­სხე­დით, ემო­ცი­ებს ვერ ვი­კა­ვებ­დი, გი­ჟი­ვით ვი­ცი­ნო­დი…

განაგრძეთ კითხვა:https://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები