სოციალური ქსელის, „ფეისბუქის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გასულ კვარტალში აკრძალული კონტენტის 8,7 მილიონი ერთეული წაშალეს. ეს ნეიროქსელის მეშვეობით გახდა შესაძლებელი.
„ფეისბუქის“ უსაფრთხოების ხელმძღვანელის, ანტიგონა დევისის განმარტებით, ხელოვნური ინტელექტის წყალობით, შემთხვევების 99%-ში კონტენტი ჯერ კიდევ მანამდე იყო წაშლილი, როგორც მიუღებელი, სანამ მასზე მომხმარებლებისგან საჩივრები შემოვიდოდა. ირკვევა, რომ ამ ტექნოლოგიას შეუძლია სხვადასხვა სახის სიშიშვლის გაანალიზება და გამოცალკევება. ნეიროქსელი განსაკუთრებული ყურადღებით, ბავშვების ფოტოების ანალიზს აკეთებს.
ამავე დროს, „ფეისბუქის“ ინიციატივა ქსელის მომხმარებლებმა არაერთგვაროვნად მიიღეს. ზოგიერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ მოდერატორები ხშირად ბავშვების ისეთ ფოტოებს შლიდნენ, რომლებიც სულაც არ შეიცავდა საფრთხეებს. მათ შორის ბავშვების ბანაობის და კვების ამსახველი ფოტოებიც იყო. ამასთან დაკავშირებით, „ფეისბუქის“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ ნეიროქსელი დახვეწის პროცესშია.
სხვა სიახლეები