როგორ აღვზარდოთ ბავშვი არისტოკრატად. 8 პრინციპი

რა თქმა უნდა უნაკლო არავინაა, მაგრამ ღირსება და მანერები ყოველთვის აუცილებელი იყო ამ საზოგადოებისთვის. ეს მანერები კი აღზრდაზეა დამოკიდებული. თუ ამ პრინციპებს დღესაც გამოვიყენებთ, ხელთ საუკეთესოდ აღზრდილი ბავშვი შეგვრჩება.

1. საკუთარი ღირსების შეგრძნებაimage

პატარა არისტოკრატებს ბავშვობიდან უნერგავდნენ: “ვინც მეტი იცის, მას მეტი მოეკითხება”. მშობლები შვილებს სთხოვდნენ ყოფილიყვნენ მამაცები, სამართლიანები, განათლებულები, არა იმიტომ, რომ დიდებისა და სიმდიდრისთვის მიეღწიათ, არამედ ავალდებულებდნენ ასეთები ყოფილიყვნენ. ეს იყო თავადური ღირსება. ის არ იყო პრივილეგია, ზოგჯერ პირიქით, შემბოჭველადაც გვევლინებოდა. ღირსეული ადამიანი თავის სიტყვას ვერ გადავიდოდა, თუ ვინმეს შეპირებოდა, რომ თავს მოიკლავდა, აუცილებლად უნდა აესრულებინა.

2. სიმამაცეimage

სიმხდალე ცუდ ტონად ითვლებოდა და ფიქრობდნენ, რომ სიმამაცე გარკვეული აღზრდით მიიღწეოდა. ის სავალდებულო იყო არა მარტო ჯარში მომსახურე ყმაწვილთათვის, არამედ გოგონებისთვისაც.

თავადის ქალი ეკატერინა მეშერსკაია იხსენებს, რომ ბავშვობისას ქუხილის ეშინოდა, მისი ძმა კი გამიზნულად აყენებდა ღია ფანჯარასთან . ერთხელ გონებაც დაუკარგავს, გამოფხიზლებულს, ძმა სველი ხელით სახეს უწმენდდა და ისევ ეკითხებოდა, ხომ აღარ ეშინოდა ჭექა-ქუხილის.

3. ფიზიკური ძალა და მოქნილობაimage

რა თქმა უნდა მარტო სიმამაცე ვერაფერს უშველიდათ თუ თან დართული არ იყო ფიზიკური მომზადება. ლიცეუმში სადაც პუშკინი სწავლობდა ყოველ დილას გამოყოფილი იყო დრო ფიზიკური ვარჯიშისთვის, სადაც ასწავლიდნენ ჯირითს, ცურვას და სხვას. უნდა აღინიშნოს, რომ ლიცეუმში სწალობდნენ სახელმწიფო მართვას, სამხედრო სასწავლებლებში ფიზიკური მომზადება გაცილებით მკაცრად იყო. ყველა მამაკაცს უნდა შეძლებოდა ნადირობა და დუელში მონაწილეობა.

4. თვითკონტროლიimage

იქ სადაც უბრალო გლეხი ყველას დედას შეუკურთხებდა, ნამდვილი არისტოკრატი წარბსაც არ შეიხრიდა, ერთნაირად რეაგირებდა როგორც ცუდ, ისე კარგ სიახლეებზე. ბავშვობიდანვე ავარჯიშებდნენ შეეკავებინათ ცრემლები, რადგან ჯერ ერთი არავის უნდა მოახვიოს თავისი გაჭირვება და მეორე, ემოციების გაუმჟღავნებლობით თავს დაიცავს ინტრიგებისგან.

5. გარეგნობაზე ზრუნვაimage

“შეიძლება იყო საქმიანი ადამიანი, მაგრამ მოვლილი ფრჩხილები გქონდეს”. არისტოკრატთა ბავშვები ვალდებულნი იყვნენ მოწესრიგებული გამოჩენილიყვნენ. ეს ღირსების წარმოსაჩენად კი არ ხდებოდა, არამედ იმიტომ, რომ პატივს სცემდნენ გარშემომყოფებს. სასახლის დიდებულებს ფრჩხილები გაპრიალებული ჰქონდათ. შეიძლება ჩაეცვათ სადად, მაგრამ დახვეწილი და ძვირფასი სამოსი. თუ გავიხსენებთ ანა კარენინას თეთრი ბატისტის კაბას, რომელიც ძალიან სადა იყო, სინამდვილეში ძალიან ძვირი ღირდა.

6. თავის მოწონების უნარიimage

თანამედროვე ტენდენცია ასეთია: “შემიყვარე ისეთი როგორიც ვარ”. არისტოკრატები ცდილობდნენ ყველასთვის მოსაწონები ყოფილიყვნენ. ამას ეტიკეტი მოითხოვდა. მათ თავის გარშემო მყოფი საზოგადოებისთვის სასიამოვნო გარემო უნდა შეექმნათ. თავის მოწონების ფორმულა ასეთი იყო: “მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა მოგექცნენ”. როგორი არაფრისმომცემი და ჭკუამხიარულიც გინდა იყოს საზოგადოება, არ აგრძნობინო ეს მათ.

7. მოკრძალებაimage

მოკრძალებას ამოფარებული არ უნდა იყოს სიმორცხვე, თავაზიანმა ადამიანმა არ უნდა დამალოს თავისი ჩვევები. ითვლებოდა, რომ არ შეიძლება გააწყვეტინო საუბარი კომენტარებით ან რჩევებით. “ატარე შენი თავაზიანობა როგორც საათი” – ეს ნიშნავს, რომ უპასუხო როცა გეკითხებიან და არა მაშინ, როცა არ აინტერესებთ, საათის შემთხვევაშიც ხომ ასე ვიქცევით. და კიდევ, არასდროს დაქანცო მსმენელი ხანგრძლივი საუბრით.

8. ზრდილობიანი საუბრის უნარიimage

არისტოკრატები ვიცით რომ ფრანგულად საუბრობდნენ, თუმცა საკუთარი ენა უკეთ იცოდნენ. მათ შეეძლოთ გამოელანძღათ ერთმანეთი, ოღონდ გარკვეული ზრდილობიანი სიტყვებით. დიდგვაროვანი შეიძლება გლეხებში გარეულიყო, მოქცეულიყო მათებურად, მაგრამ არ უნდა დავიწყებოდა ზრდილობა, არ შეეძლო ვულგარული სიტყვების ხმარება და უხეშობა.

საერთოდ კი ამ ჩამოთვლილი რჩევების გარდა სასურველია წააკითხოთ ბავშვს წიგნები არისტოკრატთა ცხოვრებაზე, დააკვირვოთ მათ საქციელს და მანერებს. ასეთი წიგნების კითხვა ხელს შეუწყობს გაითავისონ მათი ცხოვრება და ჩვევები.

წყარო:http://intermedia.ge

 

კომენტარები

სხვა სიახლეები