რა არის სინამდვილეში დიუკანის დიეტა და რა პლუსები და მინუსები აქვს? – ყველაფერი პოპულარულ დიეტაზე

ფრანგი დიეტოლოგის პიერ დიუკანის ცილოვანი დიეტა, რომელიც მთელ მსოფლიოში უზომოდ პოპულარულია, საქართველოშიც აიტაცეს და ბევრი ამბობს, რომ ძალიან ეფექტურია. ვინც ზედმიწევნით იცავს დიეტის წესებს, მან მართლაც სერიოზულ შედეგებს მიაღწია არა მარტო “ჩვეულებრივ მოკვდავებს” შორის, არამედ ამ დიეტამ ბევრ ვარსკვლავს, პოლიტიკოსსა და გავლენიან ფიგურას დააკლებინა ზედმეტი კილოგრამები.
მაინც რა არის ეს დიეტა, რომელმაც ასე მოიცვა მსოფლიო, რა პლუსები და მინუსები აქვს და რა უნდა იცოდეთ მასზე, სანამ მის დაცვას დაიწყებთ?
პიერ დიუკანმა,

 ცნობილმა ექიმმა, დიეტოლოგმა, 1975 წელს შეიმუშავა ეს რაციონი. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მან ღელვა სიმსუქნის პრობლემებზე, რომლებითაც მისი პაციენტები იტანჯებოდნენ და შეადგინა განსაკუთრებული მენიუ, ცხოვრების სტილის ჩათვლით, რომელიც ადამიანს ჯერ აკლებინებს, მერე კი ანარჩუნებინებს ამ წონას.
დიეტა 72 პროდუქტზეა დამყარებული (ბოლო დროს ამ პროდუქტების რაოდენობამ 100-მდეც მოიმატა). ეს პროდუქტები ცილებით არის მდიდარი: ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები, რძის პროდუქტები, ასევე ხილი და ბოსტნეული – ანუ არ გჭირდებათ შიმშილი და ტანჯვა. დიუკანის წიგნი “მე შემიძლია გახდომა” საფრანგეთში 2000 წელს გამოქვეყნდა და მას მერე მილიონობით ტირაჟით იბეჭდება მთელ მსოფლიოში, სხვადასხცვა ენაზე.
სანამ თავად დიეტას გავეცნობით, ალბათ ჯობს გავიგოთ, რა პლუსები და მინუსები აქვს და კარგად ავწონ-დავწონოთ ყველაფერი.
მაშ ასე, პლუსები:
მთავარი პლუსი ის არის, რომ დაკარგული კილოგრამები უკან არ ბრუნდება. ასევე, დიეტის შემდეგ უწინდელ კვებასთან დაბრუნება არ იწვევს წონის მატებას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში.
დიეტის ეფექტურობაც მაღალია – 3-6 კილოგრამი კვირაში.
შეზღუდვები ძალიან უმნიშვნელოა, ასე რომ, მისი დაცვა ყველგან შეიძლება, სახლშიც, სამსახურშიც და რესტორანშიც კი.
დიეტა მაქსიმალურად უსაფრთხოა – არ გულისხმობს რაიმე ქიმიურ დანამატს ან პრეპარატს – მხოლოდ ნატურალურ პროდუქტებს ეყრდნობა.
არ არის შეზღუდვა მიღებული პროდუქტების რაოდენობაშიც.
არც კვების მიღებების დროზეა მკაცრი შეზღუდვები – ანუ მათაც გამოადგებათ, ვინც ადრე დგება და ძილისგუდებსაც.
პირველივე დღეებში იგრძნობთ წონის კლებას.
მარტივი დასაცავია – არ აქვს რთული წესები და არ სჭირდება მენიუს გამუდმებული და წინასწარი გათვლა.მინუსები:
დიეტა ზღუდავს ცხიმების რაოდენობას. არაფრით არ უნდა მიიღოთ კარაქი, მარგარინი, მაიონეზი, ზეთი. ამიტომ დიეტის დაწყებამდე ექიმთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია, თქვენს ორგანიზმს ზუსტად ასეთი თანმიმდევრობით დიეტის დაცვა ხომ არ ავნებს რამეს და შეგიძლიათ, მცირე კორექტივები შეიტანოთ, დაამატოთ მინიმალური რაოდენობის მცენარეული ზეთი – მაგალითად, ზეითუნის.
როგორც ყველა დიეტა, ეს დიეტაც არ არის აბსოლუტურად ბალანსირებული, ამიტომ დიდხანს თუ მისდევთ მას, დამატებით დაგჭირდებათ ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსის მიღება.
პირველი ფაზა საკმაოდ რთულია, თუმცა ყველაზე შედეგიანი. ამ დროს შესაძლოა, ძალიან გადაიღალოთ.
დიეტა მოითხოვს აუცილებლად ყოველდღიურად შვრიის ქატოს მიღებას, რაც ყველგან არ იყიდება. ამიტომ წინასწარ უნდა მოიმარაგოთ. თუმცა ზოგიერთები მას შვრიის ფანტელით ან შვრიის პურით ანაცვლებენ.
დიეტის სხვადასხვა ეტაპების ხანგრძლივობა, დასაკლები წონის მიხედვით:
mshoblebi

დიეტის ეტაპები:
პირველი ეტაპი – ”შეტევა”
ამ ეტაპზე ყოველდღიურად უნდა მიიღოთ 1,5 სუფრის კოვზი შვრიის ქატო
”შეტევის” ეტაპი ყველაზე მეტი, შეიძლება 10 დღე გაგრძელდეს, მეტი არ შეიძლება. პირველი სამი დღის განმავლობაში 1-დან 2.5 კგ-მდე იკლებთ. ამ პერიოდში რაციონში უნდა იყოს ცილებით გამდიდრებული პროდუქტები:

mshoblebi
  • ხბოს ან ძროხის ხორცი
  • ფრინველი თეთრი ხორცი კანის გარეშე
  • უცხიმო, დიეტური ლორი
  • ძროხის ან ქათმის გულ-ღვიძლი
  • ძროხის ან ხბოს ენა (წინა ნაწილი)
  • კურდღლის ხორცი
  • ნებისმიერი თევზი
  • ზღვის პროდუქტები
  • ხიზილალა კარაქის გარეშე
  • უცხიმო კეფირი
  • უცხიმო ხაჭო
  • უცხიმო რძე
  • სოიოს სოუსი

შემდეგი ცილოვანი პროდუქტები შეზღუდული რაოდენობით უნდა მიიღოთ:

ქათმის კვერცხი, არაუმეტეს 2 გულისა, ცილა კი შეუზღუდავი რაოდენობით შეგიძლიათ კრაბის ჩხირები დიეტის ნებისმიერ ეტაპზე შეგიძლიათ მიიღოთ პროდუქტები, რომლებიც არ არის ცილოვანი, მაგრამ შეიცავს მინიმალურ ოდენობას ცხიმებისა და ნახშირწყლებისა, ან საერთოდ არ შეიცავს:

  • შავი, მწვანე ან ბალახის ჩაი
  • ყავა ხსნადი ან ნალექიანი
  • კოკა-კოლა ან პეპსი ლაითი
  • შაქრის შემცვლელები (ფქურტოზის, გლუკოზისა და ორბიტის გარდა)
  • დაბალცხიმიანი კაკაო
  • სიმინდის სახამებელი – არა უმეტეს 1 სუფრის კოვზისა დღეში
  • დაბალპროცენტიანი რძე – არაუმეტეს 3 სუფრის კოვზისა დღეში
  • ხორბლის ფანტელი – არა უმეტეს 1 სუფრის კოვზისა დღეში
  • გამაფხვიერებელი
  • ჟელატინი
  • უცხიმო ბულიონის კუბები
  • ხახვი
  • ლიმონი, როგორც საჭმლის შესაკმაზი
  • ოხრახუში
  • ძმარი
  • დარიჩინი
  • მარილი – ზომიერად
  • ვანილი
  • უშაქრო კევი
  • და სხვა პროდუქტები, რომლებშიც მინიმალურად შედის ცხიმები და ნახშირწყლები.

მეორე ეტაპი – ”მონაცვლეობა”

mshoblebi

“მონაცვლეობის” ეტაპზე უნდა მიიღოთ 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატო დღეში.
სწორედ “მონაცვლეობის” ეტაპზე მიაღწევთ სასურველ წონას. ამ ეტაპზე ცილოვან დღეებს უნაცვლებთ ცილოვან-ბოსტნეულის დღეებს. ანუ ერთი დღე მხოლოდ ცილოვანია, მეორე დღეს – ცილა ბოსტნეულით.
არ არის შეზღუდული როგორც ბოსტნეულის რაოდენობა, ისე ცილოვანი პროდუქტების.
აკრძალულია: კარტოფილი, ბურღულეული და მაკარონის ნაწარმი, ბარდა, სიმინდი, ლობიო, ზეთისხილი, ავოკადო, ოსპი.

”შენარჩუნება”

mshoblebi

შვრიის ქატოს მიღება მატულობს დღეში 2,5 სუფრის კოვზი დღეში.
ამ ეტაპზე შეგიძლიათ, რაციონც დაუმატოთ:
დღეში ერთი ხილი
ერთი ნაჭერი ყველი დღეში, 40 გრამამდე. ეცადეთ, არ მიიღოთ ძაან ცხიმიანი ყველი.
კვირაში რამდენჯერმე შეგიძლიათ მიიღოთ გრილზე შემწვარი ღორის ხორცი, ბატკნის, ძროცის ხორცი ან ბეკონი.
დღეში ერთ ხილში იგულისხმება საშუალო ზომის ვაშლი ან მსხალი, 200 გრამამდე კენკრა, ერთი ნაჭერი ნესვი ან საზამთრო და ა.შ. ასევე შეგიძლიათ ამ ეტაპზე მიიღოთ ნებისმიერი სხვა ხილი, იმათ გარდა, რომლებიც ძალიან ბევრ შაქარს შეიცავს: ბანანის, ალუბლის, ბლის, ყურძნის, ლეღვის.
ამ ეტაპზე ასევე შეიძლება მცირე რაოდენობით სახამებლის შემცველი პროდუქტების მიღება:

1-2 ცალი კარტოფილი, ღუმელში კანიანად გამომცხვარი, ან ფოლგაში

  • 125 გრამამდე ბრინჯი
  • მაკარონი
  • წიწიბურა

ერთი დღე შეგიძლიათ მოიწყოთ “კუჭის ზეიმი” და ერთჯერადად მიიღოთ ყველაფერი, რაც გინდათ.
ამავე პერიოდში ერთი დღე უნდა იყოს მხოლოდ ცილოვანი.
”გამყარება”
ახლა უკვე ყველაფრის მიღება შეგიძლიათ, ოღონდ არ უნდა გაგიტაცოთ ტკბილმა და ცომეულმა. რაციონში საკმარისად უნდა გქონდეთ ხორცი და ბოსტნეული.
შედეგის შესანარჩუნებლად კი რამდენიმე მარტივი წესი უნდა დაიცვათ:

  • ყოველდღე მიირთვით 3 სუფრის კოვზი შვრიის ქატო (ან შვრიის ფანტელი)
  • კვირაში ერთი დღე მხოლოდ ცილოვანი საკვები მიიღეთ
  • სვით წყალი – დღეში 1,5 ლიტრი მაინც
  • იარეთ ფეხით, არ ისარგებლოთ ლიფტით და დილაობით მარტივი ვარჯიშები გააკეთეთ.
  • წყარო:http://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები