ბელა სორენსონ გინესი – მას „შავი ქვრივის“ სახელით იცნობენ, რადგან 42 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, რომელთაგანაც 40 მისი საყვარელი იყო. ბელა სორენსონ გინესი ნორვეგიაში დაიბადა, შემდეგ საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა და ჩიკაგოელ მაგნატზე გათხოვდა. თავდაპირველად საკუთარი ორი ქალიშვილი მოწამლა, შემდეგ ქმარი. ამის შემდეგ, როცა მთლიანი ქონება თავის სახელზე გადაიფორმა, ქალაქიდან მოშორებით, ფერმაში დასახლდა. ბელა თავის ფერმაში რომანტიკულ შეხვედრებს აწყობდა, მამაკაცებს იტყუებდა და ხოცავდა. მისი მთავარი მოტივი ფული და ის სიამოვნება იყო, რომელსაც მკვლელობის დროს განიცდიდა. მან ამ გზით ოთხი მილიონი დოლარი შეაგროვა. „შავი ქვრივის“ ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა. გაუჩინარებული ბელას ცხედარი ერთ-ერთ ტყეში დამწვარი იპოვეს.
ჯეინ ტოპანი – იყო ექთანი, რომელიც ძალიან უყვარდა თავის პაციენტებს და სიყვარულით მას „მხიარულ ჯეინს“ ეძახდნენ. ჯეინი არასრულფასოვან ოჯახში დაიბადა. მამამისი გიჟი იყო და გოგონა ბავშვთა სახლში იზრდებოდა. მოგვიანებით, ის ერთმა ოჯახმა იშვილა, სადაც მას ცუდად ექცეოდნენ. ბავშვობაში გადატანილი სტრესი სამომავლოდ ჯეინის პიროვნებაზე აისახა, რამაც ის შეუბრალებელი და სასტიკი გახადა. ერთი შეხედვით „მხიარული ჯეინი“ თავის პაციენტებს საშიშ ნარკოტიკებს უკეთებდა. ის სექსუალურ სიამოვნებას იღებდა, როცა მომაკვდავ, სიკვდილთან მებრძოლ ადამიანს უყურებდა. მოგვიანებით, 1885 წელს მან თავისი მკვლელობის მეთოდი შეცვალა და პაციენტების ფიზიკურ წამებაზე გადავიდა. ჯეინ ტოპანი თერთმეტი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს. დაკითხვაზე მან კიდევ 31 პაციენტის მკვლელობა აღიარა. ექსპერტიზამ ჯეინი შეურაცხადად სცნო. „მხიარულმა ჯეინმა“ მთელი ცხოვრება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა.
გრაფი ელიზაბეტ ბატორი- „სისხლიანი გრაფის“ მსხვერპლთა ზუსტი რიცხვი უცნობია. ისტორიკოსთა აზრით, მათი რიცხვი 30-დან 650-მდეა. გადმოცემის თანახმად, ჭირვეულ გრაფს სისხლიანი აბაზანების მიღება უყვარდა. მისი აზრით, ახალგაზრდა გოგონების სისხლი კანს აახალგაზრდავებდა და მეტად მიმზიდველს ხდიდა. ამიტომ, ის მხოლოდ ახალგაზრდა გოგონებს კლავდა. დანაშაული გამოირჩეოდა სადიზმითა და სისასტიკით. ელიზაბეტი თავის მსახურებს მოკლულთა სისხლიანი სხეულის ალოკვას თხოვდა, რა დროსაც ის სექსუალურ სიამოვნებას იღებდა. სისხლის მიმართ ასეთი სიყვარულის გამო, ელიზაბეტი ისტორიაში შევიდა, როგორც „ვამპირი ქალი“. გრაფის თანამონაწილე მისი მეუღლე ფრენც ნადაშდი იყო. სწორედ მან აჩუქა სასახლე მეუღლეს, რათა ის თავისუფლად დაკავებულიყო თავისი „საყვარელი საქმით“. ელიზაბეტის სასახლის სისხლიანი ამბები ჰამბურგის სამეფოს კარზეც მივიდა, თუმცა გრაფის დასჯა ვერ მოახერხეს. ელიზაბეტ ბაროტი მისმა ნათესავებმა თავისივე სასახლის ციხეში გადამალეს. სამი წლის შემდეგ, 54 წლის ასაკში, სისხლიანი გრაფი გარდაიცვალა.
ანდრეა ეისტი – ხშირ შემთხვევაში მკვლელობის მოტივი სერიოზული ფსიქოლოგიური გადახრებია. შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანებს ამოუცნობი ხმა ერთგვარ ინსტრუქციას აძლევს: „თუ რა უნდა გააკეთონ“… ანდრეა ეისტსაც მსგავსი შემთხვევა ჰქონდა, როცა მან მისი ხუთი შვილი სააბაზანოში დაახრჩო. ფსიქიატრთა თქმით, ეს მძიმე, მშობიარობისშემდგომი დეპრესია იყო. ანდრეას მეუღლეს ძალიან უნდოდა ბევრი შვილი და ანდრეას ხუთი ბავშვი მინიმალური ინტერვალით გააჩენინა, რამაც მისი ფსიქოლოგიური გადახრა გამოიწვია. უფროსი შვილი 7 წლის იყო, ყველაზე პატარა კი 6 თვის. ეისტმა ისინი თანმიმდევრულად დაახრჩო და შემდეგ „911“-ში დარეკა. მისი თქმით, ბავშვები არ იყვნენ ღვთის მოშიშები და ისინი ღირსეულ კათოლიკეებად ვერ გაიზრდებოდნენ.
როზმარი უესტი – ყველაზე ცივსისხლიანი სერიული მკვლელი ქალი თავის მეუღლესთან, ფრედთან ერთად მოქმედებდა. როზასა და ფრედის რვა შვილი ჰყავდათ, ისინი გულისხმიერ წყვილს თამაშობდნენ, ახალგაზრდა გოგონებს თავისთან ეპატიჟებოდნენ და დახმარებას ჰპირდებოდნენ. უესტების ოჯახში სტუმრად მისულ გოგონებს საშინელი სისასტიკით სიკვდილი ელოდათ. როზმარი დიდი ხნის მანძილზე პროსტიტუციითა და ნარკოტიკების ვაჭრობით იყო დაკავებული. სადიზმმა ის სწორედ ამ პერიოდში გაიტაცა. ცოლ-ქმარი მსხვერპლ გოგონებს თითებსა და სხეულის სხვა ნაწილებს აჭრიდა. გვამებს ისინი საკუთარ ეზოში მარხავდნენ. როზმარის მიერ მოკლულთა რიცხვში თავისი ქალიშვილი ხიზერი და გერი მიშელი იყო. როზა და ფრედი ოცი ადამიანის მკვლელობისთვის დააპატიმრეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. იმდენად საზარელი იყო მათ სახლში აღმოჩენილი გვამების სურათი, რომ სასამართლოში დამსწრე ადამიანებს, პროცესის მერე ფსიქოლოგთან კონსულტაციები დასჭირდათ.