მერსი სულხანიშვილი სოციალურს ქსელში სტატუსს ავრცელებს, სადაც ტაქსიში მომხდარ ისტორიას იხსენებს.
“არც კი ვიცი, ღირს თუ არა ამ სტატუსის დაწერა. ამ წამს მოვედი სახლში. ბევრი რამის გადატანა მომიწია, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბევრი რამე და ბევრი ვინმე დავკარგე, (სულმდაბლურად ვინც პირფერობს ლხინში, გჯეროდეს, რომ გიღალატებს ჭირში). ამასთანავე, ბევრიც აღმოვაჩინე მაშინ, როცა მეგონა, რომ ცხოვრებას აზრი აღარ ჰქონდა და ყველაფერი დამთავრდა. არც იმ დღეების გახსენების სურვილი მაქვს, უფრო სწორად – იმ დღის.
არავითარი კავშირი არ აქვს იმას, რისი დაწერაც მინდა, ან იქნებ, აქვს კიდეც.
გამოვედი მარჯანიშვილზე, გავაჩერე ტაქსი, ჩავჯექი, მძღოლს რადიო ჰქონდა მიმართული ერთ-ერთ ტალღაზე, უცხოური სიმღერის ქართული ვერსია ჟღერდა.
მძღოლი: მოგწონთ? რა უაზრო ტექსტია? მე: თარგმანია ძალიან ცნობილი სიმღერის.
მძღოლმა რადიო გამორთო და მეხსიერების ბარათზე ქართული სიმღერა ჩართო. დაინტერესდა, ვუსმენდი თუ არა ქართულს. მივუგე – რა თქმა უნდა. თავისი სურვილითვე გადართო ჯო დასენის სიმღერაზე: Et si tu n’existais pas-ზე. ჩემს ფიქრებში გართულს მოულოდნელად მძღოლი: თქვენ ალბათ გაგიკვირდებათ ტაქსისტმა საიდან უნდა იცოდეს ფრანგული? ტაქსისტია რა… მე: არა, რატომ? მძღოლმა ფრანგულად დამიწყო საუბარი, შემდეგ – გერმანულად, შემდგომ უკვე ისტორიაც მოაყოლა: „ამას წინათ გოგონა ჩამიჯდა მგზავრთან ერთად, რომელიც უცხოელი იყო. ინგლისურად საუბრობდნენ, ფრანგული მუსიკები რომ ჩავურთე, გაუკვირდა. ქართველმა ინგლისურის მეტი არცერთი ენა არ იცოდა. უცხოელს გაუხარდა, ქართველი გაოცებული დარჩა, საიდან იცოდა ტაქსის მძღოლმა უცხო ენა“.
P.S. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი რეალობა და დამოკიდებულება. ადამიანები ხშირად საკუთარ შრომას არ სცემენ პატივს. სამყარო სწორედ იმით არის საინტერესო, რომ მრავალფეროვანი პროფესიების ერთობლიობით არის წარმოდგენილი. რომელიმე პროფესია რომ არ იყოს საჭირო, არ იარსებებდა. ვიღაცა მიმტანია, ვიღაცა პრეზიდენტი, ვიღაცა ჟურნალისტი, ვიღაცა მძღოლი, ვიღაცა მოლარე, კონსულტანტი, მინისტრი. ადამიანები ერთმანეთს ყოველდღიურად ხანდახან იმდენად ტკენენ გულს, ვერც კი აცნობიერებენ, ან უბრალოდ საკუთარ თავს საკუთარ შრომას არ სცემენ პატივს და აკნინებენ. ერთ რამეს ვერ აცნობიერებენ, რომ ჯერ საკუთარ შრომას უნდა სცენ პატივი და დააფასონ, იამყონ იმ საქმით, რასაც ემსახურებიან და შემდეგ ორმაგად დაფასებენ სხვები. შრომა არ ტეხავს. ერთხელ ერთი ძალიან მაგარი ბიჭი გავიცანი, მიმტანად მუშაობდა, ვიცი, ძალიან მაგარი სამეგობრო ჰყავს, რომ ვკითხე, შენი მეგობრები რატომ არ დადიან ხოლმე-მეთქი? ღადაობ, იმათ არ იციან, მე რომ მიმტანად ვმუშაობ არ მინდა, რომ გაიგონო. აი, ეს არის ზუსტად საზოგადოების პრობლემა. ჩვენ ხანდახან ვერც კი ვაცნობიერებთ, თუ რაოდენ ვაყენებთ ფსიქოლოგიურ ზიანს ერთმანეთს”, – წერს მერსი სულხანიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
სხვა სიახლეები