ოდესმე გაგიღვიძია შუაღამისას და ისეთი შეგრძნება გქონია, თითქოს განძრევის ძალაც კი არ შეგწევს? გარშემო სიბნელეა, მაგრამ გრძნობ, თითქოს ოთახში ვიღაც არის… პანიკური შიში გეუფლება, გინდა დაიყვირო, მაგრამ არ გამოგდის, ვიზუალური ან სმენითი ჰალუცინაციებიც კი გაწუხებს…
ამ სტატიაში გვინდა დაგიმტკიცოთ, რომ თქვენ არ შეიშალეთ და დაგემართათ ისეთი მოვლენა, რომელსაც „ძილის დამბლა“ ჰქვია.
„ძილის დამბლა“ – ეს ადამიანის გონების საოცარი ფენომენია, რომელიც მოსახლეობის 8%-ს ხვდება. ის ხასიათდება იმით, რომ ადამიანი რაღაც პერიოდის განმავლობაში კუნთების შეკვეცას კარგავს. ეს მდგომარეობა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წამი ან წუთი. ამ დროს ადამიანს არ შეუძლია არც განძრევა და არც საუბარი, თუმცა აზროვნების უნარი შენარჩუნებული აქვს…
ყველაზე უფრო ხშირად „ძილის დამბლა“ მოზარდობისას ვლინდება. ის შეიძლება იყოს როგორც შთამომავლობითი, ასევე შეძენილიც. „ძილის დამბლის“ გაჩენის მიზეზი შეიძლება გახდეს ხშირი უძილობა, სტრესი და დღის განრიგის ცვლა.
ამ მგომარეობიდან უფრო სწრაფად, რომ გამოხვიდეთ, შეეცადეთ დაახველოთ, ან მუშტები შეკრათ.
„ძილის დამბლა“ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ტვინი იღვიძებს, მაგრამ სხეული ჯერ კიდევ მძინარე მდგომარეობაშია…
ეს მდგომარეობა ჯანმრთელი ადამიანისთვის საშიში არაა. მას მხოლოდ ძილზე შეიძლება ჰქონდეს გავლენა. ის შეიძლება ძილის ნებისმიერ ფაზაში დაგემართოთ. „ძილის დამბლის“ დროს ადამიანები გრძნობენ, თითქოს ვიღაც ახრჩობს, ან ელაპარაკება.
როგორც ხედავთ, თქვენ არ გაგიჟებულხართ. უბრალოდ კარგად უნდა დაისვენოთ და სტრესულ სიტუაციებს მოერიდოთ.
წყარო: http://life.mediamall.ge