ამბობს ერთს, ფიქრობს მეორეს, აკეთებს მესამეს, – ეს სასწორზეა ნათქვამი. მიუხედავად იმისა რომ სასწორი, ზოდიაქოს მეშვიდე ნიშანია, რომელიც პარტნიორულ კავშირებზე აგებს პასუხს. მას შინაგანად მაინც აქვს შიში იმისა, რომ ვაითუ შორს შეტოპოს ვინმესთან. აქედან გამომდინარე, მის საძინებელში დიდი ხნით ფესვების გადგმა არცთუ ადვილი საქმეა. თუმცა, მათი მიდრეკილება, ლამის ნარკოტიკდამოკიდებულის სინდრომი შეიძინონ პარტნიორის მიმართ, ხშირად მეორე მხარისთვის უფრო გამაღიზიანებელია ვიდრე თავად სასწორისთვის. გაიხსენეთ სასწორის სიმბოლო, ორი პინა. ზუსტად ასე იქცევა ზოდიაქოს ნიშნით სასწორიც, თავიდან თუ მიუღწეველის იმიჯს ინარჩუნებს, მერე მისგან თავის დაღწევა ხდება პრობლემა პარტნიორისთვის და თავად მისთვის, ამ პარტნიორთან ემოციური დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაა დილემა.
მაცდუნებელი სასწორი – ნაომი უოთსი
სექსშიც კი “პინების სისტემა” მოქმედებს მასთან. დღეს თუ მონააა, ხვალ ბატონობას მოინდომებს თქვენზე, ზეგ საერთოდ ფრიგიდულობით გაგაოცებთ და ა.შ. გააჩნია, რომელი პინა საით გადაიხრება. ეს იმიტომ, რომ სასწორისთვის დამახასიათებელ თვისებას, პარტნიორის მოთხოვნილებებს ინტუიციურად აუწყოს ფეხი, პერიოდულად საკუთარი თავის ეგოისტური სიყვარული ჩაანაცვლებს ხოლმე მასში და სწორედ ამ დროს ხდება, ეს უჩვეულო ტრანსფორმაციები. მოკლედ, ხანდახან თავადაც ვერ გაუგია რა უნდა და სხვა როგორ გაუგებს?
დახვეწილი და ამასთანავე სექსუალური რეპერი – ემინემი, რა თქმა უნდა, სასწორი