ცხოვრება თანამედროვე სამყაროში დაძაბულ გრაფიკს და ყოველდღიურ სტრესს გულისხმობს. ნერვული სისტემის გასამყარებლად ბევრი საშუალება არსებობს. ერთ-ერთი მათგანია – სწორი კვება. თუ თქვენ ხშირად ხვდებით სტრესულ სიტუაციებში, თქვენს მენიუში აუცილებელია ვიტამინებით და მიკროელემენტებით სავსე პროდუქტების შეტანა.
გთავაზობთ 11 პროდუქტს – ანტიდეპრესანტს.
1. ბანანი, ციტრუსები – დაძაბულობას ამცირებს
2. რძე და რძის ნაწარმი (კეფირი, იოგურტი) – კალციუმი კუნთს ადუნებს
3. შოკოლადი – დამაწყნარებელი საშუალება
4. შავი ჩაი – აუმჯობესებს განწყობას და საერთო მდგომარეობას
5. თევზი – ამაგრებს ნერვულ უჯრედებს
6. პომიდორი – ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებას უწყობს ხელს, ენერგიას გვმატებს
7. საქონლის ხორცი – სავსეა რკინით და თუთიით, ასევე ანტიდეპრესანტია
8. კენკრა: მოცვი, მოცხარი, მარწყვი – მდიდარია С ვიტამინით, რომელსაც ორგანიზმი სტრესისას კარგავს.
9. ვაშლი
10. ლობიო
11. ბარდა
ბოლო სამი პროდუქტის შემადგენლობაშია ქრომი, რომელიც ასევე ნერვული სისტემის აღდგენაში დაგეხმარებათ.