ფრჩხილების კვნეტის ჩვევა ბავშვებს დაახლოებით 4 წლის ასაკიდან ეწყებათ. რა არის ამის მიზეზი, ბოლომდე გამოკვლეული არაა. ზოგიერთი სპეციალისტი სტრესს ასახელებს, ზოგიერთი ფსიქიკასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მესამე – მემკვიდრეობით ფაქტორს.
რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ადამიანი ფრჩხილებს მაინც იკვნეტს და თუ ამ თვისებას თავს ვერ აღწევთ, იქნებ იმ საშიშროებათა შეხსენება დაგეხმაროთ, რომელიც ამ მავნე ჩვევას მოჰყვება.
1. ფრჩხილების ქვეშ ბაქტერიებისა და სოკოების მთელი პლანტაცია მდებარეობს. როგორც კი თითს პირისკენ წაიღებთ, გახსოვდეთ, რომ ფრჩხილებიდან ისინი თქვენს ორგანიზმში გადაინაცვლებენ.
2. სოკოებისა და ბაქტერიების გარდა ფრჩხილის ქვეშ ჭიების კვერცხებიც ბინადრობენ…
3. ფრჩხილის მოკვნეტის დროს შეიძლება კბილის ემალი დაიზიანოთ. დარეგისტრირებულია აგრეთვე ყბის დაზიანების შემთხვევაც.
4. ფრჩხილის მოკვნეტის დროს შეიძლება ღრძილი ან ენის ლორწოვანი გარსი დაიზიანოთ და ინფექცია შეიტანოთ ჭრილობაში. ფრჩხილის ქვეშ არსებულმა სტაფილოკოკებმა კი შეიძლება პირში სტომატიტი გამოიწვიონ.
5. ინფორმაცია ქალბატონებისთვის: მანიკიურიანი ფრჩხილების კვნეტა ორმაგად საშიშია. ლაქების უმეტესობა ფორმალდეგიდს – შხამიან ნივთიერებას შეიცავს. ამ ნივთიერებით გვამებს ამუშავებენ.
6. კვნეტის დროს ირღვევა ფრჩხილის სტრუქტურა და იგი საშინელი სანახავი ხდება.
7. ფრჩხილის კუთხეებში სისხლდენა იწყება, სადაც წამსვე იბუდებენ ბაქტერები.
8. ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომლის დროსაც ფრჩხილების კვნეტას იწყებთ, შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს.
9. დაბოლოს, ვერ შეძლებთ პოკერის თამაშს, მავნე თვისება მომანტალურად გაგცემთ.
წყარო:http://www.mshoblebi.ge