Messenger-ში რევოლუციური ცვლილებები იგეგმება

აქტიურად ვრცელდება ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ Facebook-ი საკუთარი Messenger აპლიკაციისათვის Bot Store-ის შექმნას აპირებს და ამის შესახებ ოფიციალურად აპრილში, F8 developer conference-ზე განაცხადებს.

კონფერენციაზე, რომელიც იმ დეველოპერთა და მწარმოებელთათვის იმართება, რომლებიც Facebook-სათვის ქმნიან პროდუქტებს, როგორც წესი, სოციალური ქსელის შეფი მნიშვნელოვან სიახლეებს აანონსებს. მაგალითად, ასე იყო მოწონების ღილაკის ცვლილების შემთხვევაშიც.

თუკი ამ წლის კონფერენციაზე Bot Store-ის შექმნის შესახებ გახდება ცნობილი, ეს იქნება უდიდესი ცვლილება მსოფლიო ტექნოლოგიებში, დაახლოებით ისეთივე, როგორიც 2008 წელს Apple-ის App Store-ის შექმნა იყო, — წერს TechCrunch-ი.

Bot Store-ი მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს გადმოწერონ ავტომატური პროგრამების მთელი რიგი, რომელთაც ინტერაქცია პირდაპირ Messenger-ში შეეძლებათ.

მაგალითად, მომხმარებლებს შეეძლებათ გადმოწერონ რობოტი, რომლის საშუალებითაც პიცის ან სასურველი საკვების შეკვეთას უბრალოდ მესიჯის გაგზავნით შესძლებენ. ასევე შესაძლებელი იქნება კინოს ბილეთებისა და რესტორნების დაჯავშნა, ტაქსის გამოძახება, ბანკის ანგარიშის შემოწმება, ფრენებზე რეგისტრაცია და ეს ყველაფერი მხოლოდ ჭკვიანი რობოტისთვის მხოლოდ ერთი, ჩეულებრივი მესიჯის გაგზავნით. Facebook-ის რობოტს შეეძლება თავისუფლად ჩაანაცვლოს ბრაუზერი და სხვა აპლიკაციები, ყველაფერს თავი მოუყაროს ერთ მარტივ სერვისში.

რობოტის სერვისს უკვე კარგა ხანია რაც იყენებენ ისეთი ჩატ-პლატფორმები, როგორებიცაა Telegram-ი და Slack-ი, მაგრამ იგივე ტექნოლოგიის დანერგვა Facebook-ზე, რომელსაც 1 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს, ტექნოლოგიურ სფეროში ნამდვილი გარღვევა იქნება.

წყარო:http://1tv.ge/ge

კომენტარები

სხვა სიახლეები