ვერძი
ენერგიული და აქტიური ხართ, მაგრამ მოერიდეთ მნიშვნელოვანი საქმეების წამოწყებას. მამაკაცებმა გამონახეთ დრო და საჩუქრები შეიძინეთ საყვარელი მანდილოსნებისთვის. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
კურო
დღეს დრო ისე უნდა გადაანაწილოთ, რომ არც მეგობრებთან გართობას მოაკლდეთ და არც მუშაობაში შეგეშალოთ ხელი. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. ახალი პროექტები კი უმჯობესია, ხუთშაბათიდან დაიწყოთ.
ტყუპი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები, კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი პროქეტები. ზოგიერთს დაწინაურება ელის. კარგი დღეა ლექცია-სემინარებზე დასასწრებად.
კირჩხიბი
მოერიდეთ მნიშვნელოვანი პროექტების დაწყებას. კარგი დღეა სიტყვით გამოსასვლელად, იაქტიურეთ სოციალურ ქსელებში. საყვარელი ადამიანისთვის საჩუქარი შეარჩიეთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.
ლომი
დაასრულეთ დაწყებული პროექტები, მაგრამ ახლებს ნუ წამოიწყეთ. მოიშორეთ უსიამოვნო ფიქრები. კარგი დღეა იოგისა და მედიტაციისთვის. გამონახეთ დრო კოსმეტიკური პროცედურებისთვის.
ქალწული
ამბიციური ხართ და ყველაფერში პირველობა გსურთ. თუ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას აპირებთ, დღესვე დაიწყეთ. მოემზადეთ სურვილების ასასრულებლად, დაწინაურებისთვის.
სასწორი
თუ გრძნობთ, რომ გადაღლილი ხართ, ნუ დანიშნავთ მნიშვნელოვან შეხვედრებს, ნუ დაიწყებთ ახალ პროექტებს. მეტად დაისვენეთ და ისეთი საქმეები შეასრულეთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ.
მორიელი
სამსახურის საქმეების გამო ნურც პირად ცხოვრებას დაივიწყებთ, მოიწესრიგეთ იგი. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.
მშვილდოსანი
ნუ დაიტვირთავთ თავს მნიშვნელოვანი საქმეებით. მამაკაცებმა შეიძინეთ საჩუქრები საყვარელი მანდილოსნებისთვის. ქალებმა გამონახეთ დრო სილამაზის სალონში წასასვლელად.
თხის რქა
მეტად დაისვენეთ, მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. ახალი პროექტების განხორციელება ხუთშაბათიდან დაიწყეთ. აღადგინეთ ურთიერთობა მივიწყებულ ნათესავებთან. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.
მერწყული
სასიამოვნო საქმეები შეასრულეთ. ზედმეტ ვალდებულებას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. საყვარელი ადამიანი გაანებივრეთ მზრუნველობით; ერთად დაგეგმეთ უახლოესი უქმეები.
თევზები
კარგი დღეა საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსასვლელეად. ინტერნეტ-განათლების მისაღებად მოიძიეთ თქვენთვის საინტერესი წიგნები, ონლაინ-სემინარები და კურსები. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge/