ვის შეადარა თინა მახარაძემ ლევან ვასაძე

მსახიობი თინა მახარაძე ბიზნესმენ ლევან ვასაძეს აკრიტიკებს.

მახარაძე შესაბამის პოსტს ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს.

“ბავშვებო,ეს კაცი არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერივით საშიში ტირანი (ძალიან ბავშვებმა,ვისაც არ გაქვთ ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე,დაგუგლეთ). თუ ოდესმე ამ კაცს ან მისნაირებს ვინმე დაუჯერებთ და მართვის რაიმე სადავე აღმოჩნდება მათ ხელში,დედა გვეტირება! მაგალითად: ვეღარ ჩაიცვამთ ფერად ტანსაცმელს, ვეღარ შეიჭრით თმას თქვენი სურვილისამებრ, ვეღარ წაიკითხავთ იმ წიგნებს, ვერ უყურებთ იმ ფილმებს, ვერ მოუსმენთ იმ მუსიკას, რომელიც თქვენ მოგწონთ. ვერც კი მოგეწონებათ ის, რაც/ვინც მოგწონთ და ზოგადად: ვეღარაფერს,ვეღარაფერს გააკეთებთ ისე,როგორც თქვენ გინდათ,როგორც თქვენ მოგწონთ. ვიქნებით გაუნათლებელი, საწყალი ,განუვითარებელი, უბედური მონები. ამიტომ, გეშინოდეთ და ერიდეთ ასეთ ადამიანებს“,-წერს თინა მახარაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები