დედებო, ნუ გადაყრით ბავშვის მოცვლილ კბილებს – მეცნიერების საოცარი აღმოჩენა

არ არის აუცილებელი ბავშვის მოცვლილი კბილები მონეტის სანაცვლოდ კბილის ფერიას გაატანოთ. მეცნიერებმა საოცარ აღმოჩენას მიაგნეს – სარძევე კბილები ღირებული გენეტიკური მასალაა, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა სერიოზულ დაავადებებს გაუმკლავდეს.

როგორც მეცნიერები განმარტავენ, ბავშვის სარძევე კბილი შეიცავს ღეროვან უჯრედს, რომელსაც შეუძლია ნეირონების, ძვლებისა და ხრტილების, ასევე გულის კუნთების ზოგიერთი უჯრედის რეგენერაცია. თანამედროვე მედიცინა საშუალებას იძლევა, უჯრედის გამოყენებით მოხდეს ავადმყოფობის შემთხვევაში დაზიანებული ორგანოების აღდგენა.

ბოლო სამეცნიერო აღმოჩენები ადასტურებს, სარძევე კბილის ღეროვანი უჯრედით შესაძლებელია ლეიკემიის, მრავლობითი მიელომასა და ჰოჯკინის დაავადების (ლიმფური ქსოვილის ავთვისებიანი დაავადება) განკურნება. ადრე ამ დაავადებებს მხოლოდ ძვლის ტვინის ან სხვა ქსოვილის გადანერგვით მკურნალობდნენ.

რომ შევინარჩუნოთ ღეროვანი უჯრედები, სარძევე კბილი ამოღებისთანავე 48 საათის განმავლობაში უნდა გაიყინოს.

აშშ-ში და სხვა ქვეყნებში არსებობს გენეტიკური ბანკები, სადაც ჭიპლარსა და ღეროვან უჯრედებს ინახავენ, ახალი ტექნოლოგიების დახმარებით კი ბავშვის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იქნება.

კომენტარები

სხვა სიახლეები