ლევან დაბრუნდაშვილი, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, როგორც „ჯი-დი-ეს“-ის ორი მსხვილი პროექტის, „ტიფლისისა“ და „ქერჩის“ რეჟისორი, ჟურნალ „სარკესთან“ გავრცელებული ჭორების შესახებ საუბრობს, რომლის მიხედვითაც, მან სერიალების გადაღებისას რამდენიმე მილიონი მიითვისა და ამიტომ დაუხურეს პროექტები. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში აპირებს გამგზავრებას.
ლევანი ჟურნალთან საუბრისას ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, „ჯი-დი-ესი“ კომერციული არხი უნდა გახდეს, ოთხი წლის განმავლობაში კი მას და მის გუნდს საშუალება მიეცა, რომ სფერო, რომელშიც მუშაობენ, ასე თუ ისე, ფეხზე დაეყენებინათ.
ის ასევე პასუხობს კითხვას იმის შესახებ, გაფლანგა თუ არა 4 მილიონი ლარი – „რაც ეს ტელეკომპანია არსებობს, ჩემი მისამართით სულ ისმის ჭორები. მთაში ვიყავით წასულები და ეს ინფორმაცია მომივიდა. მეცინება, მეტი რა გითხრათ. ფული კი არ მედო და ისე კი არ ვმუშაობდი, ვარ კომპანიაში და თვიდან თვემდე ვიღებ ხელფასს, შესაბამისად, მე ვერაფერს ვერ გავფლანგავდი… ასე რომ ყოფილიყო, ვინ გამაჩერებდა აქ?! რაც შეეხება ამერიკაში წასვლას, მართლაც, ვაპირებდი. წესით, ახლა იქ უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ერთი მიზეზის გამო გადავიფიქრე, ერთი ძალიან დიდი პროექტი მაქვს გასაკეთებელი. ზღაპრის გადაღება მინდა, სცენარიც მზად არის“, – აღნიშნავს ლევან დაბრუნდაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას.
წყარო: ჟურნალი “სარკე”