ბესტსელერ 50 shades of grey-ს მეორე ნაწილის გადაღებები უკვე დაიწყო და ინტერნეტში პირველი ფოტოებიც გაჩნდა. ფილმის პირველმა ნაწილმა მოგების მხრივ მოლოდინს გადააჭარბა, მისმა შემოსავალმა 527 მილიონი დოლარი შეადგინა. კინოკრიტიკოსები ფილმის მიმართ კრიტიკულები ჯერ კიდევ მის გამოსვლამდე იყვნენ, თუმცა სურათი ბესტსელერად იქცა.