როგორ “გამოსდით” ბიჭები, ანუ რაზეა დამოკიდებული ბავშვის სქესი

როგორ “გამოსდის” ზოგიერთ წყვილს ბიჭი, ზოგიერთს კი მხოლოდ გოგო? ეს თემა კაცობრიობას ოდითგანვე აინტერესებდა.
მაგალითად არისტოტელე მიიჩნევდა, რომ ამ საკითხში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორ ეალერსებოდა ერთმანეთს ცოლ-ქმარი. თუ მამაკაცი უფრო ვნებიანი იყო – ბიჭი ჩნდებოდა, თუ ქალი აქტიურობდა – გოგონა.

ბიოლოგიური მეცნიერებების განვითარების მიუხედავად, ბავშვის სქესის დაგეგმვა მაინც შეუძლებელია. თუმცა მეცნიერებამ ამ მხრივაც მიაღწია პროგრესს – თანამედროვე გამოკვლევებით დადგენილია, რომ ბიჭის გაჩენის შანსი რეალურად დიდი აქვთ ქალებს, ვისაც სისხლში ტესტოსტერონის დონე საშუალოზე მაღალი აქვთ.

ამ საკითხზე საგანგებო კვლევები ჩაატარა ოკლენდის უნივერსიტეტის ბიოლოგმა  ვალერია გრანტმა. 20-წლიანი მუშაობის შედეგად მან დაადგინა, რომ ბავშვის სქესი დედის თავისებურებებზეა დამოკიდებული. თავისი ექსპერიმენტებისთვის გრანტი ფსიქოლოგიურ ტესტებს იყენებდა. უამრავმა ქალმა გასცა პასუხი კითხვებს, რამდენად ხშირად გრძნობდნენ თავს ამაყად, თავდაჯერებულად, რამდენად მტკიცედ იღებდნენ გადაწყვეტილებებს ან რამდენად ხშირად იყვნენ თავიანთი გაკეთებული საქმით კმაყოფილები. როგორი გაბრაზება ჩვეოდათ. პარალელურად უღებდნენ ანალიზს ტესტოსტერონზე.
გრანტის გამოკვლევებმა უჩვენა, რომ თავდაჯერებული, ძლიერი და გაბედული ქალები მამაკაცური ჰორმონის, ტესტოსტერონის მომატებული დონით გამოირჩევიან. სწორედ ისინი აჩენენ ყველაზე ხშირად ბიჭებს. ხოლო მგრძნობიარე, ნაზ და ემოციურ დედიკოებს  ყველაზე ხშირად გოგონები ჰყავთ.
გრანტის თეორიამ სამეცნიერო წრეებში არც ისე დიდი ხნის წინ მოიპოვა სამეცნიერო სტატუსი და ბუნებრივია, დღემდე საკამათოა. თუმცა არსებობის უფლება ამ თეორიას ნამდვილად აქვს.

წყარო:http://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები