იცით თუ არა, რომ თქვენი შესაძლებლობების 40%, იყოთ ბედნიერები, თქვენივე თავის შეცვლის უნარშია? ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბედნიერების მოპოვების საკმაოდ დიდი შანსი ყველას აქვს. ჩვენს შორის არიან რეალურად ბედნიერი ადამიანები. არიან ისეთებიც, რომელთა ბედნიერება მათ იმწუთიერ განწყობაზეა დამოკიდებული და არიან ქრონიკულად უბედური პერსონებიც.
უბედურმა ადამიანებმა განსაზღვრული სახის ჩვევები და სახასიათო შტრიხები გამოიმუშავეს, რომლებიც მათ ბედნიერი ადამიანებისგან რადიკალურად განასხვავებს.
1. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ცხოვრება მეტისმეტად რთულია
ბედნიერმა ადამიანებმა იციან, რომ ცხოვრება შეიძლება გართულდეს და ცდილობენ, სწრაფად გაუმკლავდნენ წინააღმდეგობებს, ინტერესით ღებულობენ ყველა გამოწვევას და არ იყენებენ თავს მსხვერპლის მდგომარეობაში. რთულ სიტუაციაში აღმოჩენის გამო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ და სწრაფი გამოსავლის გზებზე კონცენტრირდებიან.
პრობლემების გადაჭრის ჩვევა და არა გარემოებებზე წუწუნი – ეს ბედნიერი ადამიანების თვისებაა. უბედურები კი საკუთარ თავს გარემოების მსხვერპლად აღიქვამენ და მუდმივად წუწუნებენ, – „წარმოიდგინეთ, რა დამემართა“ – ტექსტით, იმის ნაცვლად, რომ იპოვონ კარი, რომლის გავლის შემთხვევაშიც ბედნიერ მხარეზე აღმოჩნდებიან.
2. დარწმუნებულები არიან, რომ ადამიანების უმრავლესობის ნდობა არ შეიძლება
არავინ კამათობს იმაზე, რომ გარკვეულ საზღვრამდე სიფრთხილე მნიმშვნელოვანია. ბედნიერი ადამიანები ენდობიან მათ, ვინც მათ გვერდითაა, სჯერათ, რომ ადამიანები კარგები არიან და, შესაბამისად, მათ გამაღიზიანებელ ფაქტორებადაც აღარ აღიქვამენ. ახალ გარემოცვას მეგობრულად, ღია გულით ხვდებიან. უბედურები კი პირიქით, თვლიან, რომ ახლად გაცნობილების ნდობა შეუძლებელია, მათ აღიქვამენ, როგორც სტრესულ ფაქტორს და ამით ახალი მეგობრების შეძენაზე ამბობენ უარს.
3. კონცენტრირებას ახდენენ უსამართლობაზე
მსოფლიოში ბევრი უსამართლობაა და ამაზე არავინ კამათობს, თუმცა ფაქტია, რომ კარგი ამბებიც ხდება. უბედური ადამიანები კი მხოლოდ ნეგატივზე ამახვილებენ ყურადღებას და ზურგს აქცევენ ყველაფერს, რაც დადებითია. ისინი ყველა შესაძლო უსიამოვნებაზე წუწუნებენ და ყველა დადებით ფაქტორზე კომენტარს იწყებენ სიტყვებით, -„ჰო, მაგრამ… სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბედნიერი ადამიანები სამყაროს ღია თვალებით უყურებენ – კარგსაც ხედავენ და ცუდსაც, ხოლო უბედური ადამიანები ერთ თვალს ახელენ, რომლითაც მხოლოდ ცუდის დანახვაა შესაძლებელი.
4. თავს სხვებს ადარებენ და შურთ
უბედურ ადამიანებს სჯერათ, რომ სხვების წარმატება საკუთარს ართმევთ. მათთვის სიკეთე სამყაროში ყოველთვის არასაკმარისია, რადგან მუდმივად იმას უყურებენ, რა აქვთ სხვებს. ამას კი შურიანობამდე და მუდმივ უკმაყოფილებამდე მიჰყავს ისინი.
ბედნიერმა ადამიანებმა კი იციან, რომ სხვისი წარმატება – ეს არის ნიშანი იმისა, რისკენაც ვისწრაფვით. მათ სწამთ, რომ არავის შეუძლია წაართვას ან გაიმეოროს მათი უნიკალური ცხოვრება. სჯერათ უსაზღვრო შესაძლებლობების და არ თვლიან, რომ სხვისი კარგად ყოფნა მათ ბედნიერებას შეზღუდავს.
5. მთელი ძალით ცდილობენ, გააკონტროლონ საკუთარი ცხოვრება
არის სხვაობა კონტროლსა და მიზნის მიღწევას შორის. ბედნიერი ადამიანები ყოველდღიურად დგამენ ნაბიჯებს მიზნის მისაღწევად, მაგრამ ბოლოს ხვდებიან, რომ მოულოდნელობებს, რომელსაც ცხოვრება მუდმივად სთავაზობს მათ, ვერ გააკონტროლებენ. უბედური ადამიანები კი ცდილობენ, კონტროლქვეშ ჰქონდეთ ყველა წვრილმანი და მთლიანად ნადგურდებიან, როდესაც მათი გაწერილი გეგმები ვერ სრულდება. ბედნიერ ადამიანებსაც შეუძლიათ გეგმის მიხედვით ცხოვრება, მაგრამ მათ ასევე შეუძლიათ მიჰვყნენ დინებას და გაუძლონ ცხოვრების დარტყმას. დინების გაყოლა – ეს ბედნიერი ადამიანების „ბ“ გეგმაა.
6. მომავალს შიშით უყურებენ
ჩვენი თავი – დიდი ველია განსხვავებული აზრებისთვის. უბედური ადამიანები ავსებენ მას მოსაზრებებით იმის შესახებ, რა შეიძლება არ წავიდეს ისე, იმის ნაცვლად, რომ იფიქრონ კარგზე. ისინი მუდმივად განიცდიან, ეშინიათ, ბედნიერი ადამიანები კი ტოვებენ ადგილს იმედგაცრუების ჯანსაღი პორციისა და იმაზე ოცნებებისთვის, რა სურთ, მიიღონ ცხოვრებისგან. მათაც ეშინიათ და განიცდიან, თუმცა აქვთ მკვეთრი საზღვარი შიშის გრძნობასა და შიშში ცხოვრებას შორის. თუ მათ რაიმესი ეშინიათ, პრევენციულ ზომებზე ფიქრობენ, თუ შიში უსაფუძვლოა, ამას იაზრებენ და გონებიდან იგდებენ.
7. უყვართ ჭორაობა და წუწუნი
უბედური ადამიანები წარსულით ცხოვრობენ. მათი საყვარელი თემებია – რა გადახდათ თავს და რა უსამართლოა ცხოვრება. თუ თემამ თავი ამოწურა, მაშინ ისინი სხვა ადამიანების ცხოვრებასა და ჭორებზე გადაერთვებიან. ბედნიერი ადამიანები ცხოვრობენ აქ და ახლა და ოცნებობენ მომავალზე. მათგან მოდის დადებითი ვიბრაცია, უხარიათ ის, რაზეც მუშაობენ და მადლიერები არიან იმის, რაც აქვთ.
რა თქმა უნდა, არცერთი ჩვენგანი სრულყოფილი არაა. ადრე თუ გვიან ყველა ეჯახება უსიამოვნებას, მაგრამ აქ მთავარი ისაა, რამდენად ძლიერად და ხანგრძლივად ვეშვებით მასში და რამდენად სწრაფად ვნახულობთ სიტუაციიდან გამოსავალს. ის, რაც ბედნიერ ადამიანს უბედურისგან განასხვავებს, არის ცხოვრებისადმი დადებითი დამოკიდებულება და არა ყველაფრის იდეალურად კეთების უნარი. დაეცე, ადგე, მტვერი ჩამოიბერტყო და გზა გააგრძელო – ესაა ადამიანის მთავარი დანიშნულება… დიახ, უნარი, რომ კვლავ წამოდგე – აი, ამაშია მთავარი გასხვავება.
წყარო:http://sazogadoeba.ge