ინგრედიენტები:
ქათმის ფილე – 400 გრ,
სოკო – 600 გრ,
ხახვი – 2 თავი,
ყველი – 200 გრ,
ფქვილი – 4 სადილის კოვზი,
ზეითუნის ზეთი – 1 სადილის კოვზი,
ნაღები – 400 მლ,
მარილი – გემოვნებით,
პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ქათმის ფილე მოვხარშოთ. ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეითუნის ზეთში მოვდაღოთ. წვრილად დაჭრილი სოკო და ფილე დავუმატოთ. ასევე მარილი და პილპილი მოვაყაროთ. ცალკე ტაფაზე ფქვილი შევწვათ და როცა ფერს შეიცვლის, ნაღები დავუმატოთ და ადუღებამდე მივიყვანოთ. მიღებული მასა, ქათამი, სოკო შევაერთოთ და კარგად ავურიოთ ერთმანეთში. შემდეგ თიხის ჭურჭელში გადავიტანოთ და თავზე გახეხილი ყველი მოვაყაროთ. 180 გრადუს ღუმელში 40-45 წუთით მოვათავსოთ.