“მის სამყარომ” კონკურსანტების საცურაო კოსტიუმებში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. მოწონებების მიხედვით ქართველი მონაწილე ჯანეტ ქერდიყოშვილი ლიდერობს. მას 27 ათასზე მეტი მოწონება აქვს.
შეგახსენებთ, „მის სამყარო 2015“-ის სილამაზის კონკურსზე, რომელიც ლას-ვეგასში 20 დეკემბერს გაიმართება, საქართველოს 23 წლის ჯანეტ ქერდიყოშვილი წარადგენს.