დიეტური სალათა ჯულია რობერტსისგან

ჯულია რობერტსი ერთ-ერთი მათგანია, ვისთვისაც სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანია “ნიკორას” ფეისბუქ-გვერდზე  არაერთი ცნობილი ადამიანის დიეტას გაეცნობით. ამჯერად ვნახოთ, რას მიირთმევს ჰოლივუდის ნომერ პირველი ლამაზმანი გასახდომად.

ინგრედიენტები:

ვაშლი – 2 ცალი
კიტრი – 4 ცალი
ავოკადო – 1 ცალი
მწვანე ხახვი – 5 ცალი
კრევეტები – 400 გ
ზეითუნის ზეთი
შავი პილპილი
ლაიმი – 1 ცალი

მომზადების წესი:
კიტრი, ავოკადო და ვაშლი გაასუფთავეთ და დაჭერით კუბიკებად.
ლაიმი გაყავით რამდენიმე ნაწილად.
წვრილად დაჭერით ხახვიც.
ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ, დაამატეთ კრევეტები და ზეითუნის ზეთი.
სუფრასთან მიტანისას, მოაყარეთ შავი პილპილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები