ჩარლი შინს ყოფილი შეყვარებული გაუპატიურებასა და ცემაში ადანაშაულებს

ჩარლი შინს ყოფილმა შეყვარებულმა სასამართლოში სექსუალური და ფიზიკური ძალადობისთვის უჩივლა.

პორნოვარსკვლავმა ბრეტ როსიმ კალიფორნიის უზენაეს სასამართლოს მიმართა. როსი შინს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ძალადობაში, ასევე, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და მის მიმართ გამოვლენილ გულგრილობაში ადანაშაულებს.

უფრო ადრე, შინმა აღიარა, რომ აივ ინფექციის მატარებელია და ამის შემდეგ, ბევრმა გოგონამ, ვისთანაც შინს ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ასევე, სასამართლოს მიმართა, რომ შინმა ისინი არ გააფრთხილა თავისი მდგომარეობის შესახებ.

როგორც USA Today წერს, როსი და შინი ერთმანეთს, 2013 წლის ნოემბერში შეხვდნენ.

მსახიობმა გოგონას 10 000 დოლარი გადაუხადა ინტიმური მომსახურებისთვის და გოგონამ კონფიდენციალურობის შეთანხმებას ხელი მოაწერა. როგორც ჩანს, ეს არის დოკუმენტი, რომელზეც ხელისმოწერას შინი თავის ყველა საყვარელს აიძულებდა.

ხელმოწერით გოგონა თანახმა იყო, რომ იგი არ გაამხელდა მსახიობის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციას.

რუს ადვოკატს მიაჩნია, რომ ეს შეთანხმება, იურიდიული თვალსაზრისით, სავალდებულო არ არის.

მისი თქმით, მსახიობს ჰქონდა რამდენიმე სექსუალური სახის კონტაქტი შინთან მანამდე, სანამ შენიშნავდა, რომ შინი წამლებს იღებდა. შემდეგ შინი გამოუტყდა გოგონას, რომ აივ-ინფექციით იყო ავად.

ამის შემდეგ შეყვარებულები მაინც ერთად დარჩნენ და შინმა მას ხელი სთხოვა.

თუმცა, როგორც როსი საჩივარში აღნიშნავს, დროთა განმავლობაში, შინი ხშირად იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და იქცეოდა აგრესიულად, დაიწყო მისთვის შეურაცხყოფის მიყენება და მის მიმართ ფიზიკური ძალადობის გამოვლენა. გოგონა აცხადებს, რომ 2014 წლის მარტში დაორსულდა, მაგრამ შინმა ორსულობის შეწყვეტა აიძულა, რადგან ეშინოდა, ბავშვსაც არ გადასდებოდა აივ ვირუსი.

2014 წლის ნოემბერში როსის ორსულობა შეწყდა. როგორც გოგონა აღნიშნავს, იგი ამის შემდეგ შინისგან შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს იღებდა, რის გამოც რამდენჯერმე თვითმკვლელობა სცადა.

მანამდე შინმა ტელევიზიით აღიარა, რომ აივ ინფექციითაა ავად. როგორც მან განაცხადა, აღიარებს თავის დიაგნოზს, რადგან მას არ სურს, თანხა გადაუხადოს შანტაჟისტებს, რომლებიც გარკვეული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გასცემდნენ მას.

შინი აცხადებს, რომ მან მისი ყველა პარტნიორი გააფრთხილა თავისი ავადმყოფობის შესახებ, თუმცა, მიუხედავად ამისა, რამდენიმე გოგონამ სხვაგვარად დაიწყო საუბარი.

როსის უფლებების დამცველი ამტკიცებს, რომ შინმა როსის მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურება გადაწყვიტა, რაც მისთვის მილიონი დოლარის გადახდას გულისხმობს, ამ თანხის 5% კი, მოხმარდება სერიალს “ბრაზის მართვა”.

შემდეგ კი, შინმა გადაიფიქრა, საჯაროდ აღიარა თავისი დაავადების შესახებ და, როგორც როსის ადვიკატი აცხადებს, შინი როსისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას აღარ აპირებს, რაც გახდა საფუძველი როსის მიერ სასამართლოში ჩივილისა.

კომენტარები

სხვა სიახლეები