მსოფლიოს უმდიდრესი მონარქების ათეულში დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II პირველ ადგილს იკავებს.
89 წლის მონარქი გაერთიანებულ სამეფოს 1952 წლიდან მართავს. მისი ქონება 60 მილიარდ ფუნტ სტერლინგად ფასდება, რაც, დაახლოებით, 94,8 მილიარდი აშშ დოლარია.
მეორე ადგილზეა საუდის არაბეთის მეფე აბდალა იბნ ანდელ აზიზ ალ-საუდი, რომელიც იანვარში, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. საუდელი მონარქი ნავთობით მდიდარ ქვეყანას 2005 წლიდან მართავდა. მეფის ქონება 63,2 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება.
მესამე ადგილს აბუ-დაბის ემირი, 67 წლის შეიხ ხალიფა იბნ ზაიდ ალ-ნაჰაიანი იკავებს 47,4 მილიარდი აშშ დოლარით. შეიხი არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქმედი პრეზიდენტიცაა.
ტაილანდის 87 წლის მეფე ფხუმიპონ ადულიადეტი კი ათეულში მეოთხე ადგილს იკავებს. ის ქვეყანას 1946 წლიდან მართავს და ამ პერიოდის განმავლობაში, მისი ქონება 44,24 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. მონარქის კუთვნილი ძვირფასი ქვის კოლექცია მთელ მსოფლიოშია ცნობილი.
მეხუთე ადგილს იკავებს დუბაის ემირი შეიხ მუჰამედ იბნ რაშიდ ალ-მაქტუმი, რომლის ქონებაც 39,5 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება. 66 წლის შეიხი არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებს.
მეექვსე ადგილზეა ბრუნეის სულთანი ჰასანალ ბოლკიაჰი 37.92 მილიარდი აშშ დოლარით. 69 წლის მონარქი ქვეყანას 1967 წლიდან მართავს. ცნობილია სულთანის ავტომობილების კოლექცია, რომელიც 6 000-მდე მანქანას ითვლის. მისი სასახლე კი 200 000 კვადრატულ მეტრზეა აშენებული. უზარმაზარ რეზიდენციაში 1 788 აპარტამენტი და 257 აბაზანაა.
ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერი ათეულში მეშვიდე ადგილზეა. 48 წლის მონარქი ქვეყანას 2013 წლიდან მართავს. მისი ქონება 15,8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
მერვე ადგილზეა ქუვეითის ემირი საბაჰ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ას-საბაჰი, რომლის ქონებაც 14,22 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება. 86 წლის მონარქი ქვეყანას 2006 წლიდან მართავს.
მეცხრე ადგილს იკავებს ომანის სულთანი კაბუს ბინ საიდ ალბუსაიდი, რომლის ქონებაც 9, 48 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 71 წლის მონარქი ქვეყნის სათავეში 1970 წლიდან არის.
ტოპ ათეულის ბოლო ადგილზეა ბაჰრეინის მეფე იბნ ისა ალ-ხალიფა 5,53 მილიარდი აშშ დოლარით. 62 წლის მონარქი სამეფოს 2002 წლიდან მართავს.
წყარო:http://www.elle.ru