ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ კოკა-კოლა გამოიგონა ფარმაცევტმა ჯონ პემბერტონმა. ეს სითხე შედგებოდა კოკის ფოთლებისა და კოლის კაკლისაგან, დაპატენტებული იყო, როგორც ნერვულ აშლილობის დროს გამოსაყენებელი მედიკამენტი და წარმატებულად იყიდებოდა აფთიაქებში.
ცნობილია ისიც, რომ სანტა კლაუსი და მისი ვიზუალი, “კოკა-კოლის“ მარკეტინგის ნაწილია. კომპანიამ 80 წელი მოანდომა იმას, რომ მჭიდროდ დაეკავშირებინა წითელ ფერებში გამოწყობილი ჩასუქებული მოხუცის სახე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ზამთრის დღესასწაულთან.
თუმცა ბევრი ვერც კი ეჭვობს, რა არარეალური მიდრეკილება აქვს კოლას მუდმივი ზრდისა და გამდიდრებისკენ, რა მოთხოვნები და იდეები აქვს, თუ რამდენი კოლა უნდა დალიოს ერთმა ადამიანმა დღეში. მაგალითად იმ პერიოდში, როცა კოკა-კოლამ სკოლებში შეაღწია და მათი ექსპანსია მოახდინა, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ბავშვებს დღე-ღამეში 1 კი არა, მინიმუმ 3 ლიტრი კოკა-კოლა უნდა დაელიათ.
მსგავსი არც ისე სასიამოვნო ფაქტები ბრენდის განვითარების ისტორიიდან შეკრებილია წიგნში “კოკა-კოლა. ბინძური სიმართლე”, რომელიც ჟურნალისტური გამოძიებაა – თუ როგორ ვითარდებოდა კომპანია 1885 წლიდან დღემდე.
გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს მაიკლ ბრენდინგის ცნობილი წიგნიდან:
1. Coca-Cola — სულაც არ არის იმდროინდელი ორიგინალური სასმელი. არსებობდა 4-5 კომპანია, რომლებიც უფრო ადრე უშვებდნენ „კოლას”. „თანამედროვე კოკა-კოლა მალავს ფაქტს იმის თაობაზე, რომ 20 წელი სასმელის ორიგინალური შემადგენლობა შეიცავდა კოკის ფოთლებს. 1906 წლამდე ეს ნამდვილად იყო „კოკა“.
2. მეორე მსოფლიო ომის დროს კოკა-კოლამ ადმინისტრაციას დაუმტკიცა, რომ ჯარისკაცებისთვის ეს სასმელი ასოცირდებოდა სამშობლოსთან და დადო იმ დროისთვის არანორმალური პირობა: “აშშ-ს ყოველ ჯარისკაცს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეეძლო კოკა-კოლას შეძენა 10 ცენტად”. კოკა კოლას ბაზრის წილი ომის დამთავრებისას 69%-ს შეადგენდა.
3. მეორე მსოფლიო ომამდე მსხვილი ბაზარი კოკა-კოლისთვის გერმანია იყო. რა თქმა უნდა, დიდ ბიზნესს არ აინტერესებს მორალური ღირებულებები, როცა იწყება ომი. კოკა-კოლამ მესამე რეიხის ტერიტორიაზე ააშენა რამდენიმე ქარხანა. 1943 წელს გერმანიას შეექმნა პრობლემა შაქართან დაკავშირებით (იმ დროისთვის შაქარი ლათინური ამერიკიდან შემოჰქონდათ). ქარხანა რომ არ გაჩერებულიყო, გამოუშვეს ახალი სასმელი, რომელსაც არ ესაჭიროებოდა შაქარი. ხილის გამონაწურით შეიქმნა ფანტა.
4. 1943 წელს გერმანიას პრობლემები ჰქონდა არა მარტო შაქრის, არამედ მუაშახელისაც. სად იყო ბევრი ადამიანი, რომლებიც არაფერს აკეთებდნენ? დაჰაუში, ბუჰენვალში, ჰელმნოში, ტრებლინკაში, ბელჟეცში, სობიბორში… დიახ, საკონცენტრაციო ბანაკებში. სწორედ იქიდან მოჰყავდათ მუშახელი „ფანტის“ წარმოებისთვის.
5. 90-იანების ბოლოს კოკა-კოლას კომპანიამ ამერიკის სკოლებთან დადო ხელშეკრულება, რის თანახმადაც სკოლას აკრძალული ჰქონდა შეეტანა გასაყიდად სხვა სახის გაზიანი სასმელი. უფრო მეტიც: სკოლას
არ ჰქონდა უფლება კომპანიასთან შეუთანხმებლად გაეყიდა რაიმე პროდუქტი. ამ პრივილეგიისათვის კოკა-კოლა მოსწავლეზე იხდიდა დოლარს. 8 საათის განმავლობაში ბავშვებს არ ჰქონდათ სხვა არჩევანი წყურვილის დროს – კოკა-კოლის გარდა.
6. 2001-დან 2009 წლამდე „კოკა-კოლამ” 85 კონტრაქტი გააფორმა კინოპროდიუსერებთან. მის პროდუქტებზე უფრო ხშირად ეკრანებზე მხოლოდ “ეპლი” და “ფორდი” ჩანდა. თანაც, კოკა-კოლა ჩნდებოდა ძირითადად ბავშვებზე ორიენტირებულ ფილმებში: “ჰარი პოტერი”, მულტფილმები “მადაგასკარი”, “სკუბი-დუ”, “ელფი” და ა.შ.
7. როგორ არის აწყობილი კომპანიის ბიზნეს-მოდელი? არის მთავარი ქარხანა Coca-Cola Enterprises, სადაც საიდუმლო ფორმულით მზადდება კონცენტრატი – სიროფი, რომელიც წყალთან შერევისას იძლევა იმ გემოს, რასაც კოკა-კოლა ჰქვია. არის ქარხნები, რომლებიც ამ კონცენტრატს აზავებენ წყლით და ასხამენ ბოთლებში. ასევე აწარმოებენ დისტრიბუციას. ამ ქარხნებს შორის თითქმის არანაირი კავშირი არ არის გარდა ფრანჩაიზინგის პირობისა: შეისყიდოს კონცენტრატი და ჩამოასხას საფირმო ბოთლებში. საიდუმლო იმაშია, თუ საიდან იღებს ქარხანა წყალს, რათა გააზაოს კონცენტრატი. არ არსებობს არავითარი საიდუმლო მაშინ, როცა არსებობს ჩვეულებრივი წყალგაყვანილობა.
8. რა გგონიათ, რას მიირთმევთ როცა შეიძენთ ბოთლს სახელწოდებით “ბონ აქვა“ ან „აქვა მინერალე”? – მართალია. პასუხი წინა აბზაცშია. არ არსებობს არავითარი საიდუმლო: წყალგაყვანილობა-ფილტრი-ბოთლი. არსებობს უამრავი სასამართლო სარჩელი და “კოკა-კოლას” პირობები და თავის მართლება, მტკიცება იმისა, რომ ის უფრო კარგად ფილტრავს წყალს და აქედან არის მისი ფასიც…
ეს ფაქტები ყოველივე იმასთან ერთად, რაც აქამდე გაგიგონიათ ამ სასმელის გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე, ალბათ მინიმუმ იმას მაინც დაგიმტკიცებთ, რომ თუ სულ არ მიანებებთ თავს, ასეთი სიხშირით მაინც არ დალიოთ ნებისმიერი გაზიანი სასმელი, “კოკა-კოლას” ჩათვლით.
წყარო: http://www.mshoblebi.ge