ხუთი გამქრალი რელიგია

მრავალი ძველი რელიგია დღეს აღარ არსებობს. ზოგი უკვალოდ გაქრა, ზოგი კი მართალია აქტიური აღარაა, მაგრამ ისტორიის მსვლელობაზე მაინც აქვს გავლენა. წარმოგიდგენთ ხუთ ასეთ რელიგიას.

დრუიდიზმი

დრუიდების შესახებ ძირითადად ბერძენი და რომაელი ავტორებისგან ვიცით. მათ შესახებ გაიუს იულიუს კეისარი წერს, რომ სისხლიან რიტუალებს ატარებდნენ – ქურუმებს მსხვერპლად წირავდნენ დამნაშვეებს, ტყვეებს, ხოლო ზოგჯერ უდანაშაულო ხალხსაც. ყველაფერ ამას აკეთებდნენ ღმერთების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ცნობილია აგრეთვე დრუიდების გაცილებით საშინელი რიტუალის, კანიბალიზმის შესახებაც. ინგლისის ჩეშირის საგრაფოში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს ამის მტკიცებულება. დღეისათვის არხ “ბიბისის” ცნობით, 10 000-ზე მეტი ბრიტანელი საკუთარ თავს დრუიდად მიიჩნევს.

მანიქეიზმი

ზოროასტრიზმისა და ქრისტიანობის ერთიანობის ნიადაგზე შექმნილი რელიგია, რომელიც ფართოდ გავრცელდა, სპარსეთიდან ჩინეთამდე. მანი – მქადაგებელი ზეცის მოვლენილად ითვლებოდა, მანვე გადმოიღო ქრისტიანული მესიანიზმის იდეა, საფუძვლად კი დაედო ზოროასტრიზმის დუალიზმი: სამყაროს ორი საწყისი აქვს, სიკეთე და ბოროტება, სინათლე და წყვდიადი, პირველის მეუფეა ღმერთი, მეორის – სატანა, ეშმაკი. მანიქეიზმის ნიშნები ფიქსირდება სლავურ კერპთაყვანისმცელობასა და მასონური ლოჟის სტრუქტურებში.

ზოროასტრიზმი

ზოროასტრიზმი (ანუ ცეცხლთაყვანისმცემლობა, ატროშანი, მაზდეანობა)— ერთ დროს სასანიდური სპარსეთის ოფიციალური რელიგია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სპარსეთის აქამენიდთა და პართთა იმპერიებში. რელიგია ასევე ცნობილია, როგორც ზარათუსტრიანიზმი. ზოროასტრიზმის მიმდევართა გეოგრაფიული არეალი ერთ დროს ანატოლიიდან სპარსეთის ყურემდე იყო გადაჭიმული და მათი რიცხვი მილიონებს შეადგენდა. მისი მიმდევრები დღეს სამხრეთ აზიაში, ირანსა და ამ ხალხთა უცხო ქვეყნების დიასპორაში არც ისე მრავალრიცხოვანია, თუმცა რელიგია დღესაც ცოცხალი და დინამიურია.

რელიგიის დასაბამს წინასწარმეტყველ ზარათუსტრას მიაკუთვნებენ, რომელსაც დასავლეთში იცნობენ მისი სახელის ბერძნული ვერსიით – ზოროასტრით. დღეისათვის ზოროასტრიზმი ისლამმა შთანთქა, თუმცა მისი მიმდევრების მცირე ჯგუფები კვლავ არსებობს ირანში და ინდოეთში. დღეს მსოფლიოში 100 000-მდე ზოროასტრიზმის მიმდევარი ცხოვრობს.

მითრაიზმი

ირანულ-ბაბილონური სინათლის ღვთაების, ღმერთ მითრას მისტერიული კულტი, რომელიც ელინურ-რომაულ სამყაროში ქრისტეს შემდეგ I საუკუნეში გავრცელდა. ძველი

 ირანის, ინდოეთისა და სხვა ქვეყნების რელიგიაში მითრას კულტი აღმოცენდა ზოროასტრიზმის ნიადაგზე. ახ. წთ.აღ.-ით პირველ საუკუნეებში ფართოდ გავრცელდა რომის იმპერიაში. ქრისტიანობამ მისგან ისესხა ზიარების წესჩვეულება, ჯვრის სიმბოლო, შობის დღესასწაული და სხვა.

საბეიზმი

მრავალი პირველწყარო მიიჩნევს, რომ საბეიზმი ისლამამდე აღმოცენებული რელიგიაა, რომელიც გავრცელდა მესოპოტამიაში, არაბეთში, სირიასა და მცირე აზიაში. მისი საწყისები ბაბილონურ ასტროლოგიაშია. არაბი მწერალი ალ სოიუთი საუბრობდა ვინმე სეთხზე, როგორც საბეიზმის დამაარსებელზე. საბეიზმის მიმდევრები პირამიდებს აშენებდნენ, რომლებიც ერთის მხრივ განიხილებოდნენ როგორც პლანეტარული სისტემის მოდელები, მეორეს მხრივ კი სეთხის სამარხები. არქაული ასტრონომიის ბრიტანელი სპეციალისტი უილსონი თვლიდა, რომ შესაძლოა ეგვიპტური პირამიდები მონუმენტური ძეგლები იყო, რომელიც საბეელმა მისიონერებმა ააგეს.

წყარო:მრავალი ძველი რელიგია დღეს აღარ არსებობს. ზოგი უკვალოდ გაქრა, ზოგი კი მართალია აქტიური აღარაა, მაგრამ ისტორიის მსვლელობაზე მაინც აქვს გავლენა. წარმოგიდგენთ ხუთ ასეთ რელიგიას.

წყარო: http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები