როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, პოლონელი ირენ სენდლერი 30 წლის იყო. როდესაც მან შეიტყო, რა საშინელებებს სჩადიოდნენ გეტტოში, გადაწყვიტა, რომ მასაც შეეძლო რაღაცის შეცვლა.
გერმანელებს ძალიან ეშინოდათ ავადმყოფობების, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკებში ვრცელდებოდა, ამიტომ სამედიცინო მუშაკებს იოლად უშვებდნენ შიგნით. ირენამ ჯანდაცვის სამმართველოს თანამშრომლის ყალბი საბუთები იყიდა და ყოველდღე დადიოდა ბანაკში. ძნელი წარ,ოსადგენია, როგორ გადაარჩინა ამ პატარა ნაზმა ქალმა 2500-მდე ბავშვი. ის პატარებს საკანალიზაციო მილებითა და გვირაბებით აცილებდა, მავთულხლართიდან ისროდა, ყველაზე პატარები კი ინსტრუმენტების ჩემოდნით გამოჰყავდა…
ცოტა ხანში ირენა დაასმინეს და დააპატიმრეს. გერმანელები
სიკვდილამდე ყავარჯნებით დადიოდა. არასოდეს უსაუბრია თავის საქმიანობაზე და ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ მეგობრებთან ერთად მოქმედებდა.
2007 წლამდე ამ ქალის შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა. მაგრამ უცებ ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს. ოღონდაც, კომისიამ რატომღაც ჩათვალა, რომ მისი საქციელი არ იყო ნობელის პრემიის ღირსი და ნობელი გადასცეს ალბერტ გორს გლობალური დათბობის შესახებ გაკეთებული რეპორტაჟისთვის. არადა, ნუთუ 2500 გადარჩენილი ბავშვი არ იმსახურებს იმას, რომ ამ ადამიანს თუნდაც სიბერეში რგებოდა დიდი პატივისცემა?
ირენ სენდლერი 98 წლისა გარდაიცვალა. მთელი ცხოვრება მოკრძალებულად გაატარა. თავი არ მიაჩნდა გმირად და გამუდმებით იდანაშაულებდა თავს, რომ კიდევ უფრო მეტი ბავშვი ვერ იხსნა ნაცისტების კლანჭებიდან.