სამწუხაროდ, ბუნებამ ყველა ვერ დააჯილდოვა სასურველი სიმაღლით. მაგრამ ამის გამო ნამდვილად არ ღირს სასოწარკვეთა. სტატიაში გაგიმხელთ რამდენიმე “ეშმაკობას”, რომლებიც დაგეხმარებათ საკუთარი თავი ვიზუალურად უფრო მაღალი გამოაჩინოთ.
ასე რომ, სანამ მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ აღმოაჩინეს სიმაღლეში გაზრდის უსაფრთხო მეთოდი, შედარებით დაბალ გოგონებს, მოუწევთ გაითვალისწინონ მოდური რჩევები, რომელთა წყალობით ვიზუალურად მოემატებათ რამდენიმე სანტიმეტრი.
1. შარვალი-შლაქსი მაღალი წელით ეფექტურად ქმნის მაღალი ფეხების ილუზიას, განსაკუთრებით თუ ამ ყველაფერს მაღალქუსლიან ფეხსაცმელსაც დაუმატებთ.
2. სიმაღლის იმიტაციის შექმნისთვის გრძელი ქვედაბოლოც დაგეხმარებათ.
3. შეიძლება წინააღმდეგობრივად მოგეჩვენოთ, მაგრამ დაბალი გოგონებისთვის მინი ქვედაბოლოც ეფექტურია.
4. სიმაღლის იმიტაციის შესაქმნელად ძალზე ეფექტურია ერთ ტონში გადაწყვეტილი, ერთიანი სამოსიც.
5. შარვლებს, შორტებსა და ქვედაბოლოებს მაღალი წელით შეუძლიათ ვიზუალურად გაზარდონ ფეხების სიგრძე.
6. კარგად ცნობილი ხერხი: ვერტიკალური ზოლები სილუეტს აგრძელებს.
7. V-ფორმის დეკოლტე: სილუეტის დარძელების კიდევ ერთი ეფექტური ხერხი.
წყარო: http://intermedia.ge