გამოცემა melom.by რუსებსა და ბელორუსებს შორის განსხვავებებზე სტატიას აქვეყნებს. ამის მიხედვით, ბელორუსები სულაც არ არიან რუსეთის დასავლეთში მცხოვრები ხალხი, არამედ, უკრაინელების მსგავსად, დამოუკიდებელ ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ. ამის დასადასტურებლად სტატიის ავტორს რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს.
1. ბელორუსების გენოფონდის ანალიზმა ცხადყო, რომ ისინი გენეტიკურად რუსებისგან ძალიან შორს არიან, ბევრად უფრო ახლოს – ჩრდილო-დასავლელ პოლონელებთან. ასე, რომ კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ბელორუსები დასავლელი ბალტიელები არიან (სლავური სისხლის ნაზავით), ხოლო რუსები ფინელებისგან წარმოიშვნენ.
2. განსხვავებელი მენტალიტეტი. ბელორუსები ყოველთვის ევროპულ კულტურას ეკუთვნოდნენ: „ბელორუსი არ არის იმპერიული აზროვნების ადამიანი. მას არასოდეს მოუვა აზრად მსოფლიო რევოლუციის, ანდა მესამე რომის იდეა“, – აცხადებს ფილოსოფოსი და ლიტერატურული კრიტიკოსი ვალენტინ აკუდოვიჩი.
3. სასქესო ორგანოების სიგრძის განსხვავება. ბელორუსის სასქესო ორგანოს საშუალო სიგრძე 14,63 სანტიმეტრია (ბელორუსის პენისი ევროპის ათეულში შედის), რაც შეეხება რუსს, მისი პენისის საშუალო სიგრძე 13,3 სანტიმეტრს შეადგენს.
4. ინტელექტის დონითაც ბელორუსები რუსებზე მაღლა დგანან. ბელორუსის IQ 97-ს შეადგენს, ხოლო რუსის – 96-ს. 5. რუსული ზღაპრების გმირები. ემელია – უბრალო უსაქმური, შემომჯდარა ბუხარზე და ელოდება, რომ ჯადოსნური სიტყვების წარმოთქმით ის ყველაფერს მიიღებს. მეორე კი – ივანე დურაკი, რომელსაც მამიკო ჰყავს მეფე და ისიც არაფერს აკეთებს. ბელორუსების ზღაპრების გმირი კი იანკაა, რომელიც მთელი დღეები მუშაობს და ბატონისგან შეურაცხყოფებს იტანს. ყველა ბელორუსული ზღაპარი არის მძიმე შრომაზე, ხოლო რუსული ზღაპრები, ძირითადად, უსაქმურობასა და სიზარმაცეზე.
6. ბელორუსული ენა. ის ჯერ ქვეყანაში ბევრმა არ იცის, მაგრამ ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება. რა თქმა უნდა, ბელორუსული ენა ჰგავს რუსულს, მაგრამ ვინც პოლონური და უკრაინული ენა იცის, დაინახავს, რომ მათ ბელორუსული ენა – „როდნა მოვა“ კიდევ უფრო მეტად ჰგავს. მრავალ სიტყვას ბელორუსულსა და რუსულ ენაში საპირისპირო მნიშვნელობა აქვს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბელორუსული – დამოუკიდებელი ენაა და არა რუსულის დანამატი.
Next Post
სხვა სიახლეები