ფსიქოლოგების აზრით, იმის მიხედვით, თუ როგორ ზის მძღოლი საჭესთან, მისი ხასიათის ამოცნობა შეიძლება. ექსპერიმენტი იტალიელ მძღოლებზე ჩატარდა და როგორც ვიცით, იტალიელები და ქართველები ბევრ რამეში ჰგვანან ერთმანეთს.
წარმოდგენილი 7 ილუსტრაციიდან აირჩიეთ ისეთი, რომელიც თქვენი საჭის ჭერის მანერას ასახავს და გაეცანით ფსიქოლოგისა და პატრულის კომენტარებს:
1. ფსიქოლოგი: საჭე ასე საკუთარ თავში დარწმუნებულ, პრაქტიკულ ადამიანს უჭირავს. მან იცის, რა უნდა და მის მისაღწევად როგორ უნდა იმოქმედოს.
პატრული: თუ ადამიანი დაღლილია, ეს დასვენების პოზაა. თუმცა, საჭე ხელების დასაყრდნობად არ უნდა გამოვიყენოთ. იგი მზად არაა სწრაფი მოქმედებისთვის.
2. ფსიქოლოგი: მძღოლი, რომელიც საჭეს ასე მართავს, ცოტა მშიშარა, საკუთარ ძალებში დაურწმუნებელი ადამიანია. ვერ აკონტროლებს საკუთარ სტრესს.
პატრული: ეს კატასტროფაა! ალბათ, ეს მძღოლი ხშირად ხვდება ავარიებში.
3. ფსიქოლოგი: ჯიუტი, ძალაუფლების მოყვარული, მაგრამ გარშემო მყოფების მიმართ საოცრად გულისხმიერი ადამიანი ასე მართავს ავტომობილს.
პატრული: ასეთმა მდგომარეობამ შეიძლება კონცენტრაციის დაქვეითება გამოიწვიოს. ხელების ასეთი განლაგება საშიშია.
4. ფსიქოლოგი: ჩანს, რომ მძღოლი საოცრად აკურატულია, მაგრამ ზოგჯერ ეჭვებითა და პესიმიზმითაა შეპყრობილი.
პატრული: ძგიდე საჭეში ხელების დასაყრდნობად არაა განკუთვნილი. ასეთი პოზა ძაბავს ხელების კუნთებს და მძღოლს მანქანის ტარებას ურთულებს.
5. ფსიქოლოგი: ასე საჭეს საოცრად გაწვრთნილი, ენერგიული და მუდამ ყურადღებიანი მძღოლი მართავს. მას უყვარს ავტომობილის მართვა.
პატრული: საჭე ორივე ხელით უნდა გვეჭიროს, მაგრამ ყურადღებიან მძღოლს რთულ სიტუაციაში საფრთხის თავიდან აცილება არ გაუჭირდება.
6. ფსიქოლოგი: მძღოლი ყურადღებიანი, გარშემო მყოფებისადმი კეთილგანწყობილი ადამიანია.
პატრული: ესეც საჭის დაჭერის თავისუფალი პოზაა. ვერ ვიტყვი, რომ უსაფრთხოა. ამიტომ არ გირჩევთ.
7. ფსიქოლოგი: საჭეს ასე კარგად ორგანიზებული მძღოლი მართავს. ის აკონტროლებს საკუთარ და გარშემო მყოფების უსაფრთხოებას და არასდროს რისკავს.
პატრული: ასეთი პოზა თითქმის იდეალურია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საჭე თავდაჯერებულად, მაგრამ რბილად უნდა ვმართოთ.
წყარო: მარაო.ჯი