დააკვირდით ამ სურათს, ეს ქვის ბლოკი გოდების კედლის საფუძველში აღმოაჩინეს. მისი სიგრძე 13,6 მეტრია, სიგანე – 4,6 მეტრი, სიმაღლე – 3,3 მეტრი, წონა – 628 ტონა. ტექნიკა, რომელიც ასეთი ზომის ქვას აწევს და გადააადგილებს, მხოლოდ 20 საუკუნეში შეიქმნა. ბლოკები ერთმანეთთან, ყოველგვარი ხსნარის გარეშე, ისე მჭიდროდ არის მიჯრილი, რომ მათ შორის ქაღალდის ფურცელიც ვერ შეეტევა. ამისათვის ზედაპირი მანქანური წესით უნდა იყოს დამუშავებული. ვინ, როდის და როგორ ააგო ეს კედელი?
ეს უზარმაზარი ქვის ბლოკი ტაძრის მთის დასავლეთ კედლის გვირაბში მდებარეობს, რომელიც არქეოლოგებმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ გათხარეს. საუკუნეების მანძილზე ეს ადგილი საცხოვრებლებით იყო დაფარული, ამიტომ, თითქმის პირვანდელი სახით არის შემონახული. გვირაბი უშუალოდ გოდების კედლის ქვეშ მდებარეობს. მიწისქვეშა კედლის სიმაღლე უკვე ახლა ორჯერ აღემატება იმას, რაც მიწის ზემოთაა. არქეოლოგები კი აგრძელებენ გათხრებს, კულტურული შრე სიღრმეში მიდის და ჯერაც უცნობია, სადამდე ჩავა.
628 ტონიანინი ბლოკი ვიღაც გოლიათმა ან რაღაც მანქამამ ასწია და ზემოდან დაადო მომცრო ზომის ბლოკებს. მთელი აღმოსავლეთ კედლის ქვედა შრე მსგავსი მეგალითური ბლოკებისგანაა აგებული. ვინ იყო ხალხი, ვისაც ამის გაკეთება შეეძლო? ერთი რამ უდავოა, ეს მაღალტექნოლოგიური ცივილიზაცია იყო.
ნუთუ სოლომონმა ტაძარი იერუსალიმში, ებრაელების მოსვლამდე არსებული ნაგებობის თავზე დააშენა? ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც ისტორიის სახელმძღვანელოებიდან ვიცით.
ხელმარჯვნივ – მეგალითური წყობაა, დანარჩენი კი შეესაბამება იმ ტექნიკურ შესაძლებლობებს, რომელიც იმ ეპოქაში ადამიანებს ჰქონდათ.
რა ვიცით ტაძრის მთის (ანუ, მორიას მთის) შესახებ?
ბიბლიიდან ვიცით, რომ მეფე დავითმა დაიპყრო ქალაქი იერუსალიმი, ვინმე არავნასგან შეიძინა მთა მორია, სადაც ზვარაკის შესაწირი საკურთხეველი მოაწყო. ბიბლიავე გვამცნობს, რომ მთა მორია სწორედ ის ადგილია, სადაც აბრაამს მსხვერპლად უნდა შეეწირა თავის ძე ისააკი. დავითი აპირებდა აქ ტაძრის აგებას, მაგრამ ეს მისმა შვილმა, სოლომონმა შეძლო. პირველი ტაძრის მშენებლობა ჩვ. წ.-მდე 966 წელს დაიწყო. 586 წელს ჩვ. წ.-მდე ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა საფუძვლამდე დაანგრია პირველი ტაძარი. სწორედ მაშინ დაიკარგა აღთქმის კიდობანი ( მას მერე უამრავი ვერსია არსებობს, სად შეიძლება იგი იყოს, ან როდის გამოჩნდება კვლავ). მეორე ტაძრის მშენებლობა ჩვ. წ.- მდე. 516 წელს დაიწყო. ჩვ. წ.-მე 20 წელს ტაძარი განაახლა ჰეროდე დიდმა. ჩვ. წ.-ის 70 წელს კი ტაძარი საბოლოოდ დაანგრიეს რომაელებმა. ახლა მის ადგილას ორი მუსულმანური სიწმინდე დგას, ალ-აქსას მეჩეთი და ცოტა მოშორებით, კლდის გუმბათის მეჩეთი (მუსულმანთა რწმენით, აქედან ამაღლდა ზეცად მათი წინასწარმეტყველი მუჰამედი). იგი აგებულია იმ ქვის გარშემო, რომელზეც, რწმენის თანახმად, 1) აბრაამს ისააკი უნდა შეეწირა მსხვერპლად, 2) იდგა აღთქმის კიდობანი პირველი ტაძრის დროს და 3) ებრაული ტრადიციის თანახმად, სამყაროს შექმნა სწორედ ამ ქვიდან დაიწყო (ამიტომაც, ალბათ, მეორედ მოსვლამდე არ შეწყდება ამ ადგილისთვის ბრძოლა ებრაელებსა და მუსლიმებს შორის).
უახლესი არქეოლოგიური კვლევები უაღრესად საინტერესო ინფორმაციას იძლევა. მეგალითური ბლოკებისგან ნაგები კედელი მთელს ტაძრის მთას ერტყმოდა გარს. ადამიანები მთაზე ყოველთვის აგებდნენ დამცავ ნაგებობებს, მაგრამ – მთის გარშემო? ალბათ, იმიტომ რომ ამ მთაზე დგას ქვა, რომლიდანაც სამყაროს შექმნა დაიყო? ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ მთის შიგნით რაღაც ძალზედ ფასეული ინახებოდა და შესაძლოა, ახლაც ინახება. მკვლევართა დიდი ინტერესი კლდის გუმბათის მეჩეთისკენ არის მიმართული, რა იმალება მის წიაღში? მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყველაზე საინტრესო ადგილი ტაძრის მთაზე მუსულმანების სრულ განკარგვაშია და ისინი არავის აკარებენ ამ ტერიტორიას. არქეოლოგიური კვლევა მხოლოდ ებრაულ ნაწილშია შესაძლებელი. ერთი რამ ცნობილია, იმ მოედნის ქვეშ, რომელზედაც დღეს ალ-აქსა და კლდის გუმბათის მეჩეთები დგას, სიცარიელეა. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ მის ქვევით რაღაც ნაგებობები უნდა იყოს.
მეგალითურ ბლოკში გაკეთებულია ნახვრეტები, რომლებშიც ხის საყრდენებია შემორჩენილი. ეს ხე იმდენად ძველია, რომ გაქვავებულია. მათი ასაკი ათობით ათასი წელი შეიძლება იყოს.