“თუ კოვიდიანმა პირმა დააცემინა, წვეთი დიდხანს რჩება პლასტმასის ზედაპირზე” – გამყრელიძის რჩევა დამსვენებლებეს

შეზ­ლონ­გე­ბი ყო­ვე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ, სვე­ლი წე­სით უნდა იწ­მინ­დე­ბო­დეს. სა­სურ­ვე­ლია, ასე­ვე გა­უ­კეთ­დეს მას ყო­ვე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ დე­ზინ­ფექ­ცი­აც, – ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­და.

გამ­ყრე­ლი­ძე დამ­სვე­ნებ­ლებ­საც ურ­ჩევს, შეზ­ლონ­გი გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე თა­ვა­დაც გაწ­მინ­დონ.

“თუ კო­ვი­დი­ან­მა პა­ცი­ენ­ტმა და­ა­ცე­მი­ნა, და­ახ­ვე­ლა შეზ­ლონგზე, წვე­თი პლასტმა­სის ზე­და­პირ­ზე საკ­მა­ოდ დიდ­ხანს რჩე­ბა, ამი­ტომ რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია ისი­ნი უნდა გა­იწ­მინ­დოს და დე­ზინ­ფექ­ცია გა­უ­კეთ­დეს, ყო­ვე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის წინ.

რაც შე­ე­ხე­ბა ქვი­ში­ან სა­ნა­პი­რო­ებს, თუ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე გა­და­ად­გილ­დე­ბა ქვი­შა­ზე, ის არაა საფრ­თხის შემ­ცვლე­ლი. არც იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ იმა­ვე ად­გილ­ზე, სა­დაც კო­ვი­დი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე იწვა, 5, 10 და 60 წუთ­ში არა­ვინ დაწ­ვე­ბა. არ არის პრობ­ლე­მა, მზის სხი­ვი სე­რი­ო­ზუ­ლად მოქ­მე­დებს კო­ვიდ­ზე,” – აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

კომენტარები

სხვა სიახლეები