1995 წელს 22 წლის გიორგი ქინქლაძე 3.200.000 $ დოლარად თბილისის „დინამოდან“ მანჩესტერ „სიტიში“ ჩაირიცხა, რაც იმ დროისათვის საქართველოსთვის და ქართული ფეხბურთისთვის უდიდესი წარმატება იყო. სპეციალისტების ნაწილი მანჩესტერის კლუბში სკეპტიკურად უყურებდა ქართველის წარმატებას. ქინქლაძეს უნდა დაემტკიცებინა „კლუბის“ ხელმძღვანელობისა და ფანებისთვის, რომ მათი არჩევანი სწორი იყო. მის წინაშე რთული ამოცანა იდგა – ფეხბურთელს, რომელიც საქართველოს ჩემპიონტში თამაშობდა, რომელიც საშუალოზე დაბალ ჩემპიონატთა რიცხვს განეკუთვნება, მსოფლიოს ერთ- ერთ უძლიერეს ლიგაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების წინააღმდეგ უნდა ეთამაშა.
ქინქლაძის დებიუტი პრემიერლიგაში 1995 წლის 19 აგვისტოს „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ შედგა, რაც საკმარისი აღმოჩდა მანჩესტერული „კლუბის“ ხელმძმღვანელობისა და ფანებისთვის, დარწმუნებულიყვნენ, რომ მათ გუნდში გენიოსი ჩაირიცხა. 95/96 წლების სეზონი ქართველი ფეხბურთელისთვის საოცარი იყო, ის გახდა „სიტი“ – სთვის შეუცვლელი მოთამაშე. მისი ბწყინვალე თამაში დიდ მოწონებას იმსახურებდა. ის იყო ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი მანჩესტერში, იმ დროს, როცა თანაქალაქელ „იუნაიტედში“ ბწყინავდნენ ფრანგი ერიკ კანტონა და ინგლისელი დევიდ ბექჰემი. მისი გოლი „საუთჰემტონის“ კარში შესულია ინგლისის ყველა დროის 11 საუკეთესო გოლში.
მისი ასეთი საოცარი თამაში არ გამორჩენიათ მსოფლიოს საკლუბო ფეხბურთის ისეთ გრანდებს, როგორიც არიან, ინგლისის „ლივერპული“, მადრიდის „რეალი“, იტალიის „მილანი“, მაგრამ გიო „სიტის“ ერთგული დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი გავარდა პრემიერლიგიდან 1 დივიზიონში. „რთულია კლუბის დატოვება მაშინ, როცა 20 ათასი ადამიანი უზარმაზარი ტრანსფარანტებით გთხოვს დარჩენას, მაშინ, როცა სულ რაღაც 23 წლის ხარ“, – მრავალი წლის შემდეგ იტყვის გიო ქინქლაძე, არადა, მაშინ რომ წასულიყო იმ მრავალრიცხოვანი გრანდებიდან ერთ – ერთში, დღეს ის მსოფლიოს ერთ- ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იქნებოდა. ინგლისის პრემიერლიგის და 1 დივიზიონის შემდეგ, 1998 წელს ქინქლაძე ამსტერდამის „აიაქსში“ გადადის, სადაც მისი კარიერა დაღმასვლას განიცდის, ქინქლაძის რეგრესის უპირველესი მიზეზი იყო ის, რომ მას საყვარელ პოზიციაზე მოედნის ცენტრში უნდოდა თამაში, მაგრამ მთავარი მწვრთნელი მორტენ ოლსენი მას მარცხენა ფრთაზე ათამაშებდა, რაც შემდგომში ქინქლაძის უკმაყოფილების საგანი იყო.
2000 წელს ქინქლაძე პრემიერლიგას უბრუნდება და აუთსაიდერ „დერბი ქაუნთიში“ ირიცხება, მაგრამ ეს უკვე ის ფეხბურთელი არ იყო, რომელზეც წლების წინ მთელი საფეხბურთო სამყარო ლაპარაკობდა. 3 სეზონი „დერბი ქაუნთიში“, შემდეგ – 2004/2005 წელს იყო ფამაგუსტას „ანართოსისი“, 2005/2006 წელს – ყაზანის „რუბინი“, და ეს იყო უკანასკნელი კლუბი, სადაც უნიჭიერესმა ქართველმა ფეხბურთელმა კარიერა დაასრულა, ფეხბურთელმა, რომელიც იყო ყველაზე ნიჭიერი თავის თაობაში, მაგრამ რომელმაც ¾ სეზონის თამაში შეძლო უმაღლეს დონეზე.
p.s. გიორგი ქინქლაძე იყო ყველაზე დიდი ტალანტი დამოუკიდებელი საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში. ის ჩემი კუმირია, მაგრამ მხოლოდ ტალანტი არ კმარა დიდი ფეხბურთის სათამაშოდ, საჭიროა შრომისმოყვარეობა და მტკიცე ხასიათი, რომელიც ქართველთა უმრავლესობას არ გვაქვს. იმედს ვიტოვებთ, კვლავ გამოჩნდებიან ქართულ ფეხბურთში გიორგი ქინლაძისნაირი ტალანტები და ქართველები შრომისმოყვარეობას ვისწავლით.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=ySt1VxllM7U[/youtube]
კახა ნაჭყებია