ქრება თუ არა კორონავირუსი დათბობასთან ერთად და როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი ვირუსთან საბრძოლველად – ინტერვიუ ბიძინა კულუმბეგოვთან
უნდა ველოდოთ თუ არა დათბობასთან ერთად ახალი კორონავირუსის შემთხვევების მინიმუმამდე შემცირებას, დაცულები არიან თუ არა მაღალი იმუნიტეტის მქონე ადამიანები COVID-19-ისგან , ვინ მიეკუთვნება რისკ-ჯგუფებს, როგორია ლეტალობის მაჩვენებელი ქრონიკული დაავადების მქონე დაინფიცირებულ პირებში და რა ვადებში მიმდინარეობს გამოჯანმრთელების სპროცესი – ამ და სხვა აქტუალური კითხვებით AMBEBI.GE -მა იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს მიმართა:
– ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თქვა, რომ დათბობასთან ერთად კორონავირუსის გაქრობის მოლოდინი შესაძლოა ფუჭი აღმოჩნდეს. ეყრდონა თუ არა ეს ვარაუდი რაიმე კვლევას ან მტკიცებულებას?
– გამომდინარე იქიდან, რომ covid-19 სულ რაღაც ორი თვეა გაჩნდა, დღეს მსოფლიო მედიცინამ ბოლომდე არ იცის ამ ვირუსის ბუნება. მას იკვლევს როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე დაავადებათა კონტროლის ამერიკული ცენტრი. ამის ექსპერტები მსოფლიოში არ არსებობენ, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც უფრო დიდი გამოცდილება აქვს მსგავსი პანდემიების შესწავლისას. ერთადერთი, რაც ვიცით ყველა, რესპირატორული ტიპის დაავადება ზაფხულში, სითბოს დადგომასთან ერთად მკვეთრად მცირდება და ქრება.
კორონავირუსების სხვა შტამებზე დაკვირვებაც ამას ამბობს, რომ ზაფხულში ასეთი ტიპის დაავადებები უკან იხევს. თუმცა ახალ, უცნობ პანდემიებთან მიმართებაში საპირისპირო მოსაზრებაც არსებობს.
აი, მაგალითად ფრინველის გრიპი რომ იყო გავრცელებული, მაშინ გრიპის ძალიან ფართო გავრცელება სწორედ ზაფხულში მოხდა, ეს იყოო აშშ- სა და ბრიტანეთში ივნისის და მაისის პერიოდში. ამიტომ გადაჭრით ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს ვირუსი სიცხეში გაქრება.
ხშირად, როცა ვირუსი ახალია და ადამიანებს ამაზე იმუნიტეტი არ აქვთ გამომუშვებული, მათ მახსოვრობაში არ ზის, ძნელია რამის პროგნოზირება. თუმცა კარგია ის, რომ ჩინეთი მკაცრი ხელის პოლიტიკით შემთხვევებს ამცირებს და ნულამდე ჩამოჰყავს პრაქტიკულად, თან ჩინეთშიც 20 გრადუსს გადასცდა ტემპრატურა და იქაც დათბა. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია კარგისკენ ვიფიქროთ.
– რაც შეეხება იმუნიტეტს, რამდენად არგუმენტირებულია მოსაზრება, თითქოს კარგი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს კორონავირუსი არ დაემართებათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინფიცირებულთან ექნება კონტაქტი?
– საქართველოში ყოველ წელს უბრალო გაციებითი დაავადებების 10% კორონავირუსებითაა გამოწვეული. ეს 4 შტამი, რომლებიც მათ იწვევს, საუბარია ორ A(ალფა) და ორ B (ბეტა) შტამზე, მუდმივად არსებობს და ადამიანს რაც არ უნდა კარგი იმუნიტეტი ჰქონდეს, მაინც ხვდება ხოლმე. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცით ის არის, რომ კორონავირუსი ყველაზე მეტად იმ ადამიანებს ერჩის, ვისაც აქვს დასუსტებული იმუნური სისტემა.
ესენი ძირითადად არიან 60-65 წლის ასაკის ზემოთ მყოფი ადამიანები. ბავშვების იმუნიტეტიც კარგად ერევა ახალ კორონავირუსს, ამიტომაც 20 წლამდე ასაკის ადამიანებში პრაქტიკულად სიკვდილი არ დაფიქსირებულა, 15 წლამდე ასაკის ინფიცირებული ძალიან ცოტაა და 9 წლამდე ასაკის ფაქტიურად ერთეული შემთხვევებია.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს ვირუსი არის არა ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები, არამედ მხოლოდ წვეთოვანი გზით გადადის, დაახლოებით ორი მეტრის რადიუსში ვრცელდება და 15 წუთი ჰყოფნის ორგანიზმში შესაჭრელად, ინფიცირებულთა რიცხი უფრო დაბალია, ვიდრე ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელების დროს. ცალსახაა, რომ უფრო ძლიერი იმუნიტეტის მქონეები დაცულები არიან არა იმისგან, რომ არ დაემართოთ, არამედ იმისგან , რომ ლეტალური შედეგი არ დადგეს. ასე, რომ ვერ ვიტყვით იმას, რომ რაც არ უნდა ძლიერი იმუნიტეტი ჰქონდეს ადამიანს, მას ვირუსი არ დაემართებაო, მაგრამ დაინფიცირების შემთხვევაში 80 % შედარებით იოლად გადაიტანს.
რაც შეეხება იმუნიტეტის ამაღლებას – რამე კონკრეტული წამალი ან ფორმულა, თუ როგორ უნდა წავახალისოთ ჩვენი იმუნიტეტი ისე, რომ ყველას გქვონდეს უძლიერესი, ასეთი რამ მედიცინაში არ არსებობს. აქ კომპლექსური მიდგომაა საჭირო, მინიმუმამდე შეამცირეთ სტრესი! სტრესი იმუნურ სისტემაზე მოქმედებს ძალიან ნეგატიურად. ეცადეთ მიიღოთ ჯანსაღი საკვები, მოიწესრიგოთ ძილი, ივარჯიშოთ და მზეზე გაატარ=ოთ რაც შეიძლება მეტი დრო, რადგან მზე არ უყვარს ამ ვირუსს. მზიან დღეებში ბევრი დრო გაატარეთ გარეთ, სუფთა ჰაერზე.
– ქრონიკული დაავადების მქონე პირები, რომლებიც რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან, როგორ ებრძვიან ამ ვირუსს?
– რა თქმა უნდა, შედეგი ყოველთვის ლეტალური არ არის. მაგალითისთვის გეტყვით, რომ საკრუიზო ლაინერ diamond princess-ზე ინფიცირებულთაგან ერთ-ერთი პირველი გამოჯანმრთელდა კანადელი მამაკაცი, რომელსაც ჰქონდა რამოდენიმე ქრონიკული დაავადება, მათ შორის დიაბეტი და ჰიპერტონია. ასე რომ საბოლოოდ ყველაფერი მაინც ორგანიზმზეა დამოკიდებული. ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია. შეიძლება ქრონიკული-დაავადების მქონე ადამიანს შეხვდეს ვირუსი და იოლად გადაიტანოს მიუხედავად იმისა, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები ნამდვილად წარმოადგენენ რისკ-ჯგუფს. იმ ადამიანებიდან, რომლებიც დღეს კრიტიკულ მდგომარეობაშია არიან, უმეტესობა 70-80 წელს გადაცილებული და შესაბამისად, ქრონიკული დაავადებების მატარებელია.
– გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, უფრო მეტად კაცები ავადდებიან კორონავირუსით? რატომ?
– ეს შეიძლება უკავშირდებოდეს იმას, რომ რეცეპტორი, რომელსაც ვირუსი ორგანიზმში შეჭრამდე უკავშირდება, ბევრად მეტადაა გამოხატული მამაკაცებში.
დაავადებულთა 53% მამაკაცია, ქალებში ეს რეცეპტორი შედარებით ნაკლებადაა გამოხატული და დაავადების შანსიც ბევრად დაბალია. ასევე, თამბაქოს მოხმარება ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია. თუმცა სტატისტიკის მიხედვით ვერ გეტყვით, რომ დაავადებულები აუცილებლად თამბაქოს მომხმარებლები არიან.
წაიკითხეთ: რატომ არის საშიში კორონავირუსი მარიხუანას მომხმარებლებისთვის – პულმონოლოგი დავით ნანობაშვილი რისკ-ჯგუფებზე საუბრობს
– მინდა გკითხოთ თვითიზოლაციის წესების შესახებაც…
– თვითიზოლაციის წესები ჯანდაცვის მოსფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა, სახლში უნდა იყოს იზოლირებული ოთახი და ამას სჭირდება მრავალოთახიანი სახლი. ასევე, აუცილებელია იზოლირებული სველი წერტილები, მინიმუმ საპირფარეშო. ადამიანს არ უნდს ჰქონდეს კავშირი ოჯახის სხვა წევრებთან. ხელიდან ხელში გადაცემა საკვების არ უნდა ხდებოდეს როგორც კარანტინში ვხედავთ, რომ გარეთ დებენ საკვებს, შემდეგ პაციენტი გამოდის და შეაქვს ის თავის ოთახში.
ასე უნდა იყოს თვითიზოლაციის დროსაც. თვითიზოლაციაში მყოფი პირი მობილურით უნდა ეკონტაქტებოდეს ოჯახის წევრებს. ეს ნამდვილად ძალიან რთულად დასაცავია. თუ სიმპტომები აღმოაჩნდება ადამიანს თვითიზოლაციის დროს, ის შემდეგ გამოიძახებს სასწრაფოს ან ნიღაბით დაცული თავისით წავა საავადმყოფოში.
– შეიძლება თუ არა იმის გადაჭრით თქმა, რამდენ ხანში ექნება მსოფლიოს ვაქცინა და ახალი კორონავისრუსის სამკურნალო მედიკამენტები?
– ამაზე კატეგორიულად ვერ გიპასუხებთ. თუმცა უკვე დაიწყო წამლის შემოწმება და ორ თვეში ჩვენ გვეცოდინება პასუხი, იმოქმედებს თუ არა ეს მედიკამენტი ახალ კორონავირუსზე. ამ დროის განმავლობაში, შეიძლება გავიგოთ, რომ იგი უეფექტო აღმოჩნდა. კორონას სხვა შტამზე იგი ეფექტური იყო, მაგარმ ამ შტამზე როგორ იმოქმედებს, ამას გავიგებთ. რაც შეხება ვაქცინას, გუშინ “დეილი მეილიმ” გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ვაქცინაზე აპრილში შესაძლოა დაიწყოს ტესტირებაო და აპრილში თუ დაიწყება, 12 თვე მაინც სჭირდება მის დამზადებას.
– საშუალოდ, რა პერიოდი სჭირდება კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებას?
– ჩინეთში, სადაც ინციცირებულთაყველაზე მაღალი მაჩვენებელია, გამოჯანმრთელებულთა 58% გამოკეთდა ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ, ძალიან დიდ პროცენტში დადებითი შედეგი მოიტანა სტეროიდებმა, პრედნიზოლონის და დექსამეტაზონის ტიპის პრეპარატებმა, რომლებიც სუნთქვის გაძნელებისას გამოიყენეს.
აუცილებელია სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, სწორი ვენტილაცია, სწორი ინფუზური თერაპია, სწორი ანტიბიკოთერაპია და სხვა სიმპტომური საშუალებების სწორად გამოყენება. გამოჯანმრთელებას რაც შეეხება, მსუბუქ შემთხევაში ერთი-ორი კვირა სჭირდება. საშუალო და საშუალოზე რთულ შემთხვევებში თვენახევრამდე. თუმცა არი ისეთი მძიმე შემთხვევბიც, რომ თვეებია უკვე პაციენტები მართვით სუნთქვაზე რჩებიან. ეს მაინც ინდივიდუალურია და ორგანიზმზეა დამოკიდებული.
– და ბოლოს, როგორია თქვენი პროგნოზი საქართველოში ახალი კორონავისრუსი გავრცელების მასშტაბებთან მიმართებაში?
– სამწუხაროდ, ჩვენთან უკვე დაფიქსირდა შიდა გადაცემის შემთხევევა, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ რეალობაა და თვალი უნდა გავუსწოროთ, თუმცა კარგი ის არის, რომ მესამეული გადაცემის რისკი დიდი არ არის, რადგან მათ არ ჰქონიათ ბევრი კონტაქტი, მისი ოჯახის წევრებიც კი არ უნახავთ, იმ დღეების განმავლობაში, რაღაც ისე მომხდარა, ამიტომ აქ იმედიანად არიან…
თუმცა შემთვევების რაოდენობა რომ გაიზრდება, ეს ცხადია. იმედი მაქვს, რომ ხალხი გამოიჩენს თვითშეგნებას და ვირუსიანები გარეთ სიარულს არ დაიწყებენ. ასევე, დროულად მიმართავენ ექიმს, ვფიქრობ, რომ მარტის შემდეგ უფრო დასტაბილურდება სიტუაცია. ჯანმო ჯერ მაინც პანდემიას არ უწოდებს ამ ვირუსს, რადგან ლათინურ ამერიკაში არ დადსტურევბულა შიდა გადაცემის შემთხვევა.
შემთხვევბი არის, მაგრამ ექსპორტირებული შემთხვევებია. ამიტომ თუ ყველა კონტინენტზე დაფიქსირდა შიდა გადაცემა, უკვე ეს იქნება პანდემია. მთავრია, რომ ძირითადი აქცენტი იყოს ექსპორტირებული შემთხვევბის და ჩამოსული პირების “გამოჭერაზე”, რათა არ მივცეთ საშუალება, რომ დააინფიცირონ სხვა ადამიანები. ნამუსზე უნდა შევაგდოთ ყველა ჩვენი მოქალაქე, რომ თავი შეიკავონ მაღალი რისკის ქვეყნებში მოგზაურობისგან და თუ ამას მაინც გააკეთებენ , გამოიცხადონ თვითიზოლაცია და სახლი არ დატოვონ ორი კვირის განმავლობაში.
წყარო:https://www.ambebi.ge