999 ზარი ერთი აბონენტისგან – ბრიტანელმა ქალმა პოლიციას შვებულების პერიოდში მცირეწლოვანი შვილის დატოვება მოსთხოვა

87
SHARE

 დიდ ბრიტანეთში, ნორფოლკის პოლიციის განყოფილებაში ქალაქის ერთ-ერთი აბონენტისგან 999 უცნაური ზარი შევიდა. ქალბატონი ითხოვდა, შვებულების პერიოდში, სამართალდამცველებს მისი მცირეწლოვანი შვილისთვის მიეხედათ და ძიძის ფუნქცია შეესრულებინათ. ქალბატონმა პოლიციას განუცხადა, რომ ოჯახის სხვა წევრებთან ერთად დასასვენებლად აპირებდა წასვლას, მისი ბიჭი კი, ჭირვეულობდა, არ სურდა მშობლების გაშვება. გამოცემა „მეტრო“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ მსგავსი არაგეგმიური ზარები ნორკფოლკის განყოფილებაში ხშირია. მხოლოდ წელს მათ შეტყობინებები 90 ათასი აბონენტისგან მიიღეს, მათ შორის ნასვამი მგზავრებისგან, რომლებსაც, ან ტაქსის ფული არ აქვთ, ან მოქალაქეებისგან, რომლებიც ღამის გასათენებელ ადგილს ეძებენ, თუმცა ბავშვის დატოვების მოთხოვნით ნორფოლკელ სამართალდამცველებს პირველად მიმართეს

FB კომენტარები

კომენტარი