98 წლის ქალი 80 წლის შვილის მოსავლელად თავშესაფარში გადავიდა საცხოვრებლად

237
SHARE

98 წლის ქალი 80 წლის შვილის მოსავლელად ხანდაზმულთა სახლში გადავიდა საცხოვრებლად.
ადა კიტინგი და მისი შვილი ტომი ყოველთვის ერთად ცხოვრობდნენ, რადგან კიტინგი არასოდეს გათხოვილა.
ლივერპულში მდებარე ხანდაზმულთა თავშესაფარში ტომი 2016 წელს გადავიდა, რადგან მეტი ზრუნვა სჭირდებოდა, 1 წლის შემდეგ კი შვილის მოსავლელად თავშესაფარში საცხოვრებლად დედაც გადავიდა.
“ყოველ ღამე ვუსურვებ ტომს ტკბილ სიზმრებს და ვესალმები დილით. დედობა არასოდეს მთავრდება” – ამბობს ადა, რომელიც პენსიაზე გასვლამდე ექთნად მუშაობდა.
ტომს ძალიან უხარია, რომ დედა მასთან ერთად არის.
თავშესაფრის ხელმძღვანელი ფილიპ დენიელსი ამბობს, რომ ადა და ტომი მუდმივად ერთად არიან.
“ძალიან იშვიათად ხდება, რომ მშობელი და შვილი ხანდაზმულთა თავშესაფარში ერთად ცხოვრობენ და გვსურს, რომ მათი ცხოვრება განსაკუთრებული იყოს,”- განაცხადა დენიელსმა.

წყარო:http://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი