92 წლის ქალმა შვილი იმის გამო მოკლა, რომ თავშესაფარში ყოფნა არ სურდა

93
SHARE

არიზონას შტატში მცხოვრებმა 92 წლის ქალბატონმა შვილი მას მერე მოკლა, რაც გაიგო რომ ის მოხუცთა თავშესაფარში უნდა ჩაებარებინათ.
ანა ბლესინგი რამდენიმე დღის განმავლობაში განიცდიდა შვილის საქციელს და ბოლოს სასტიკ გადაწყვეტილებამდე მივიდა.

ის ვაჟს ორშაბათს დილით შეხვდა, ხალათის ჯიბეში კი ორი პისტოლეტი ჰქონდა შენახული. როგორც კი მამაკაცი მას მიუახლოვდა, მოხუცმა ცეცხლი გახსნა. ანამ მის მეგობარ ქალსაც დაუმიზნა, თუმცა მან მოხუცისთვის იარაღის წართმევა შეძლო და შემდეგ პოლიციაში დარეკა. ანა ბლესინგი დააკავეს და პირველი ხარისხის მკვლელობაში ბრალი წარუდგინეს.

FB კომენტარები

კომენტარი